საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რვა თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული შეიწყალა.
პრზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეწყალებულებიდან სამი მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისგან, ხოლო ხუთ მსჯავრდებულს, მათ შორის, ერთ ქალს, დარჩენილი მოსახდელი სასჯელის ვადა გაუნახევრდა.
საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების აქტი დღეს, 2021 წლის 6 მაისს გამოსცა.