18 წლის ზემოთ მოქალაქეების „სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია 20:00 საათიდან დაიწყო.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აცრისთვის ჯავშნის გაკეთება მოქალაქეებს შეუძლიათ შემდეგ პორტალზე – booking.moh.gov.ge.
ამ დროისთვის „სინოფარმს“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან ავტორიზაცია არ აქვს მინიჭებული, თუმცა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 29 აპრილს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში გაიმართება სხდომა, რომელზეც „სინოფარმთან“ დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებენ.