26.04.2021
ნახვები: 536 |
ავტორი:
Shushan Shirinyan
ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა წლეულს მაწანწალა ძაღლების დაჭერის და თავშესაფარში მათი გადაყვანისთვის სახსრები კვლავ გამოყო. ამისთვის გათვალისწინებულია 22,033 ლარი.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი მეხუთე წელია ადგილობრივი ბიუჯეტიდან უსახლკარო ძაღლების დასაჭერად თანხას გამოყოფს. ამის მიუხედავად, მაწანწალა ძაღლების პრობლემა მუნიციპალიტეტში კვლავ აქტუალურია. აქტუალურია ასევე ძაღლისგან დაკბენის პრობლემაც. შარშან, ოფიციალურად დარეგისტრირდა ძაღლის 72 ნაკბენი, წლეულს ჯერჯერობით – 22 შემთხვევა.
უსახლკარო ძაღლების თემა ახალქალაქის მოსახლეობის მხრიდან მუდმივი საჩივრების მიზეზია, ისინი ამბობენ, რომ პასუხისმგებელი პირები არაკეთილსინდისიერად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, რომ ცხოველებს იჭერენ და რამდენიმე კილომეტრის მოშორებით უშვებენ.
წლეულს ადგილობრივმა ბიუჯეტმა 22 033 ლარი გამოყო მათ დასაჭერად (და სტერილიზაციისთვის, კასტრაციისთვის, ვაქცინაციისთვის, იდენტიფიკაციისთვის, ან საჭიროების შემთხვევაში ევთანაზიისთვის). ტენდერი უკვე ჩატარდა და ოზურგეთიდან ინდივიდუალურმა მეწარმემ, გელა ნაცვლიშვილმა იმავე ფასად მოიგო. ხელშეკრულების თანახმად, ინდივიდუალურმა მეწარმემ წლის ბოლოს უნდა დაიჭიროს 146 ძაღლი. სამუშაოები უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, 2021 წლის 31 დეკემბრამდე.
ხელშეკრულება ამ დღეებში გაფორმდება და ცნობილი გახდება, თუ, როდის დაიწყება პირველი ეტაპი. პირებს, რომლებმაც ძაღლები უნდა დაიჭირონ, სოფლის უფლებამოსილი პირები მიუთითებენ მაწანწალა ძაღლების თავშეყრის ადგილებს, ქალაქში კი, მოსახლეობის ინფორმაციით, ახალქალაქის მერიის გარემოს დაცვის დეპარტამენტის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი რამაზ ხუციშვილი.
წინა წლების მეწარმეები, რომლებიც ძაღლების დაჭერითა და თავშესაფარში გადაყვანით იყვნენ დაკვებულნი, ასევე ოზურგეთიდან იყვნენ. შარშან, ამ მიზნით 16 881 ლარი იყო გამოყოფილი, სამუშაო შეასრულა ფიზიკურმა პირმა, ლერი ჩხარტიშვილმა.