2021 წლის შემოდგომის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეული ახალი საკრებულოების პირველი სხდომა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში არ ჩატარდა, ზოგან ჩატარდა, მაგრამ თავმჯდომარე ვერ აირჩიეს. ადგილობრივი თვითმმართველობის საკანონმდებლო ორგანოების ახალ მახასიათებლებზე და კანონმდებლობის შესაბამისად მათ მუშაობაში მოსალოდნელ სიახლეებზე Jnews-ს თვითმმართველობის ექსპერტი, კოტე კანდელაკი ესაუბრა.
– ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში ოპოზიციურმა პარტიებმა გაიმარჯვეს. როგორ მუშაობს ხელისუფლება ამ მუნიციპალიტეტებში, რა თავისებურებები არესებობს?
10 ოპოზიციური საკრებულოდან პირველი სხდომები ბათუმსა და ოზურგეთში კვორუმის არარსებობის გამო ვერ შედგა, ოპოზიცია საკრებულოში არ შევიდა. დანარჩენმა მუნიციპალიტეტებმა თავმჯდომარე ვერ აირჩიეს. სანამ ამ მუნიციპალიტეტებში თავმჯდომარეს არ აირჩევენ, ვერაფერს გააკეთებენ, რადგან ყველა დებულებას თავმჯდომარემ უნდა მოაწეროს ხელი.
– დემოკრატიის თვალსაზრისით წინსვლაა, როცა საკრებულოში ოპოზიცია უმრავლესობას წარმოადგენს, მაგრამ რეალურად ეს პრობლემა აღმოჩნდა. როგორ ხდება ეს მუნიციპალიტეტების შემთხვევაში?
რეალობაში ვერ მუშაობს. 35 წევრი არის ბათუმში, ერთი გარდაიცვალა, 17 და 18 დარჩა და რომ შეკრებილიყვნენ და დაემტკიცებინათ ახალი საკრებულოს უფლებამოსილება, თავმჯდომარეს ვერ აირჩევდნენ და ამიტომ ახლა ჩიხური სიტუაციაა. პრეზიდენტს არ შეუძლია მათი დათხოვნა, 6 თვე არ უნდა იმუშაონ, არ უნდა შეიკრიბონ, შეხვედრები არ უნდა გამართონ, რათა პრეზიდენტმა დაითხოვოს. იმ შემთხვავეში, თუ საკრებულოს არფუნქციონირება ხელს უშლის მერიის მუშაობას, შეიძლება მისი დათხოვნა, მაგრამ ძნელი დასამტკიცებელია, თუ რა უშლის ხელს.
– მაგრამ, როგორ მუშაობს მერია?
ბიუჯეტი უკვე დამტკიცებულია ყველა იმ მუნიციპალიტეტში, სადაც ეს პრობლემაა. ყველა რეგულაცია უკვე დამტკიცდა, დაკომპლექტდა, ხელფასი და სხვა, ყველაფერი, რაც საჭიროა მუშაობისთვის, უკვე დამტკიცებულია ძველ საკრებულოში.
– ანუ ეს სცენარი ძველმა საკრებულოებმა მოამზადეს?
წინასწარ გათვალეს. დრო ჰქონდათ დასამტკიცებლად. ახლა კი, თუ ბათუმში არ შეიკრიბებიან და უფლებამოსილებას არ სცნობენ, ბათუმში ისევ ძველი საკრებულო იქნება მმართველი.
– როგორ მოხდა, რომ მომავალი 2022 წლის ბიუჯეტი უკვე დამტკიცდა?
საქართველოს კანონის მიხედვით, მერიამ საკრებულოს ბიუჯეტი განსახილველად 15 ნოემბრამდე უნდა წარუდგინოს. ამის შემდეგ სამი კვირაა შესწორებების ან გასაჩივრებისთვის. მას 25 ნოემბრამდე შეუძლია ბიუჯეტის პროექტი შენიშვნებით უკან დაუბრუნოს მერიას. თუ არ დაამტკიცებენ, საკრებულო დაიშლება და მერი გადადგება, ამიტომ საკრებულოში, სადაც თანაბარი რაოდებონის ოპოზიციური და მმართველი პარტიის დეპუტატები არიან, არსებობს საშიშროება, რომ ოპოზიცია საკრებულოს არ დაამტკიცებს და ვადამდელი არჩევნები დაინიშნება. ამგვარად, იპოვეს გამოსავალი, რომ არაფერი მოხდება, თუ ძველი საკრებულო ფორსირებულ რეჟიმში მიიღებს ახალი წლის ბიუჯეტს. კანონი იძლევა ამის საშუალებას. ისინი არ გზავნიან უკან შენიშვნებით და ამტკიცებენ. მაგრამ რომ არ ეფიქრათ, რომ ეს სპეციალურად 10 მუნიციპალიტეტისთვის გაკეთდა, იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ოპოზიციამ გაიმარჯვა, ამიტომ გადაწყდა, ყველა მუნიციპალიტეტის დაეშვათ. დასამალი აღარაფერია, ყველა მიხვდა ამას.
– ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ მიმდინარე წელს?
აკრძალულია ახალი ფრაქცია. ერთი პარტიის წარმომადგენლები შეიძლება იყვნენ ერთ ფრაქციაში. მაგალითად, ახალქალაქს 37 დეპუტატი „ოცნებიდან“ ჰყავს, მათ შეუძლიათ მხოლოდ ფრაქცია „ოცნებაში“ შევიდნენ, თუ ვინმეს არ უნდა და წავა, ის რჩება უფრაქციოდ, რჩება დამოუკიდებელ დეპუტატად, ვერსად შევა. სამწევრიან ფრაქციას ერთი თავმჯდომარე ჰყავს. ახალქალაქში „ოცნებას“ 7 დეპუტატი ჰყავს, ფრაქციის 8 ანაზღაურებადი თანამდებობა ეყოლება. რამდენიმა ფრაქცია გაუქმდა, მაგრამ დაამატეს თავმჯდომარეები.
სხვადასხვა პარტიას შეუძლია გაერთიანდეს, თუ ფრაქციისთვის საკმარისი წევრები არ ეყოლებათ. ასეც მოიქცევიან ახალქალაქში ოპოზიციური პარტიები.