დღეს, 30 იანვარს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში COVID-19-ით ინფიცირების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა․ საერთო ჯამში, კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 4514 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის, 326 ახალქალაქში და 148 ნინოწმინდაში.
როგორც სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, გიორგი მიქელაძემ JNEWS-ს განუცხადა, ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
მუნიციპალიტეტების მიხედვით გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა:
6 – ახალციხეში
8 – ადიგენში
1 – ახალქალაქში
5 – ბორჯომში
0 – ნინოწმინდაზე
0 – ასპინძაში.
საერთო ჯამში, რეგიონში 324 ადამიანია იზოლირებული:
ახალციხე – 66
ახალქალაქი – 8
ბორჯომი – 88
ნინოწმინდა –3
ასპინძა – 42
ადიგენი – 117
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში 28 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა.
დღეის მდგომარეობით კარანტინში და კოვიდ სასტუმროებში არავინ იმყოფება, ხოლო კოვიდ კლინიკაში 81 პაციენტი რჩება.
საერთო ჯამში, რეგიონში 4 168 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 44 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლენილია 97 კონტაქტი ინფიცირებულთან, მიმდინარეობს კვლევა. ამ დროისთვის 62 ნიმუშის პასუხს ელოდებიან.