სამაგალითო მასწავლებლის კვალდაკვალ, JNEWS-ი სოფელ მაჯადიაში, გრიგორ ვარდიკიანის მოსანახულებლად გაემგზავრა.
91 წლის გრიგორ ვარდიკიანი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენათმეცნიერების ფაკულტეტზე სომხურ ენას ასწავლის. ცხოვრობს მეუღლესთან, მასწავლებელ ასიასთან. მათ მოკრძალებულ, უბრალო, მაგრამ ამასთანავე ორიგინალურ და უნიკალურად მოწყობილ სახლში ძალიან სასიამოვნო ატმოსფერო სუფევს. წიგნების კარადა ოთახის უმეტეს ნაწილს იკავებს. სტუმართმოყვარე სომეხის დასვენება – გაშლილი სუფრა და მაგიდა გაზეთები მოწმობს, რომ თქვენ შეაბიჯეთ სუფთა სულის, განათლებული და განსაკუთრებული ადამიანის სახლში.
ვარდიკიანი 1930 წლის 10 ივნისს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჯადიაში დაიბადა. სოფლის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, ახალქალაქის პედაგოგიურ ტექნიკუმში ჩააბარა, ხოლო მისი დამთავრების შემდეგ, მშობლიურ სოფელში დაიწყო მუშაობა. მისი ოცნება უმაღლესი განათლების მიღება იყო. გაჰყვა ოცნებას და ერევნის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ლინგვისტიკის ფაკულტეტზე ჩააბარა.
JNEWS- თან საუბრისას, ბატონი ვარდიკიანი მის მეუღლე ასიასთან საბედისწერო შეხვედრას იხსენებს. ბედისწერით, ქალაქიდან სოფელში დაბრუნებისას, ქალბატონი ასია ხეობაში ჩავარდნას გადაარჩინა. ინციდენტიდან, რამდენიმე წლის შემდეგ, ქალბატონი ასია გრიგორ ვარდიკიანთან იწყებს მუშაობას, ისე, რომ არ იცის, ეს ის ბიჭია, რომელმაც მრავალი წლის წინ გადაარჩინა, არც უფიქრია, რომ ის შემდგომში, მისი ცხოვრების თანამგზავრი გახდებოდა.
დაახლოებით 30 წლის განმავლობაში მშობლიური სოფლის სკოლაში მუშაობდა, 15 წლის განმავლობაში სკოლის დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, 8 წლის განმავლობაში – დირექტორის. ამ დროს, პროფესიით ცოდნის გაღრმავების დიდი სურვილით სავსე, გრიგორ ვარდიკიანმა, ხ. აბოვიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის სტუდენტმა სამეცნიერო დისერტაცია დაიცვა, რომლის საფუძველზეც ერევნის სხვადასხვა გამოცემაში მისი ოთხი სტატია გამოქვეყნდა.
ვარდიკიანი 1982 წელს ახალქალაქის რეგიონალური პარტიის კომიტეტის პოლიტიკური კაბინეტის ხელმძღვანელად დაინიშნა, რის შემდეგაც ახალქალაქის ორენოვანი რეგიონალური გაზეთის – «ფაროსის» რედაქტორის მოვალეობა დაეკისრა. ის დაახლოებით 32 წლის განმავლობაში მუშაობდა გაზეთ «ფაროსის» რედაქტორად.
8 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ლექციებს კითხულობდა ერევნის ეკონომიკისა და სამართლის უნივერსიტეტის საკონსულტაციო ცენტრში და 1998 წელს ამ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით დოცენტის
გრიგორ ვარდიკიანს ნიჭიერი ოჯახი ჰყავს, მისი ვაჟები და შვილიშვილები უცხოეთში ცხოვრობენ, აქვთ უმაღლესი განათლება და სხვადასხვა სფეროში მუშაობენ. ვარდიკიანი მათზე დიდი სიამაყით საუბრობს.
70 წლის თავდაუზოგავი მოღვაწეობით, ცნობილმა პედაგოგ-ჟურნალისტმა თავისი პროფესიული გამოცდილება და მდიდარი ცოდნა ათობით მოსწავლეს გადასცა. არა მხოლოდ მასწავლებლის ფასდაუდებელი შრომის გამო, არამედ მისი მაღალი ადამიანური თვისებების წყალობით, ის გარშემომყოფების, კოლეგების და სტუდენტების სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობს.
ვარდუი კურგინიანი