სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გადადგომის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ მან დღეს გაკეთებული მიმართვისას განაცხადა.
ფაშინიანი პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულებას ივნისში დაგეგმილ ვადამდელ არჩევნებამდე გააგრძელებს.
ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მისი პოლიტიკური ძალა მონაწილეობას მიიღებს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში და ის კენჭს, როგორც კანდიდატი პრემიერ-მინისტრის პოსტზე.
„მე თანამდებობას ვტოვებ მოქალაქის დღეს, ეს არის იმის სიმბოლო, რომ ჩვენ ვუბრუნებთ ხალხს ძალაუფლებას, რომელიც ხალხისგანვე მივიღეთ“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 20 ივნისს არის დაგეგმილი.