სომხეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 461 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 15 ინფიცირებული.
ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, გამოჯანმრთელდა კიდევ 631 პაციენტი.
18 ივლისის მდგომარეობით, სომხეთში ოფიციალური მონაცემებით, რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 34 468 შემთხვევა. აქედან, 23 123 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელებულია. სულ გარდაცვლილია 832 პირი. მათგან 201 ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად „სხვა დაავადებები“ დასახელდა.