სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 137 შემთხვევა გამოვლინდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 11 პაციენტი, კიდევ ერთი პაციენტის გარდაცვალების მიზეზად კი, სხვა დაავადებები დასახელდა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსზე 5 932 ტესტი ჩატარდა. 21 დეკემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 343 845 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 329 128 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
პანდემიის დაწყებიდან, ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 7 914 ადამიანი გარდაიცვალა. 1494 ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.