სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 89 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 57 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი ხუთით გაიზარდა. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

4 ივლისის მონაცემებით, ქვეყანაში 2 796 პაციენტი გადის კორონავირუსეზე მკურნალობას.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 225 553 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 217 131 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, პანდემიის დაწყებიდან დღემდე სომხეთში კორონავირუსით სულ 4 526 ადამიანი გარდაიცვალა.