საქართველოში კორონავირუსის 1 250 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 463 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 15 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 31 958 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14 801, პისიარტესტით – 17 157.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,91 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 3,88 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 4,62 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 302 785 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 284 749 გამოჯანმრთელდა, 4 007 კი გარდაიცვალა.

სულ აცრილია 36 056 პირი, დღიურად აცრილია – 1 559.

კარანტინის რეჟიმშია 242, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 566 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 706 პირი.

ამასთან, 23 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 271 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 729 პაციენტი.