მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 144 მილიონს გადააჭარბა, – შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს.
ამავე სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ-19-ით 3 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 122.6 მილიონს აჭარბებს.
ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირების აქტიური შემთხვევების რაოდენობა 18.7 მილიონს შეადგენს. კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს – ბრაზილია, მეოთხეს – საფრანგეთი, მეხუთეზე კი – რუსეთია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გუშინ განაცხადა, რომ მსოფლიოში, გასული 7 დღის განმავლობაში, კოვიდ 19-ით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი – 5 236 922 ახალი შემთხვევა დადასტურდა.