საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
პაციენტი გარდაიცვალა ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში. გარდაცვლილი 59 წლის ქალია.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს მედიასთან კლინიკის სამედიცინო დირექტორი ნოდარ მაღლაკელიძე 16:00 საათზე გააკეთებს.
საქართველოში კორონავირუსით სულ 28 ადამიანია გარდაცვლილი.
საქართველოში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 60 პაციენტი.