ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ 22 აპრილს დასუფთავების სამუშაოები ჩატარდება მთელ მუნიციპალიტეტში.
22 აპრილს გარემოს დასუფთავების ღონისძიება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ტარდება დედამიწის საერთაშორისო დღის ფარგლებში.
22 აპრილს, რეგიონის მუნიციპალიტეტში, მოსახლეობის ჩართულობით, გაიმართება მასშტაბური დასუფთავების აქციები. ნინოწმინდის მერიამ ფეისბუქის გვერდის საშუალებით ყველას მოუწოდა, შეუერთდნენ დასუფთავებას.
“ადმინისტრაციულ ერთეულებს, საჯარო სამსახურებსა და ორგანიზაციებს, იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, მრავალსართულიანი კორპუსების ამხანაგობებს, ცენტრალური ქუჩების მაცხოვრებლებს, რათა უზრუნველყონ თავიანთი ლოკაციების, საცხოვრებელი ადგილებისა და მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავება. პანდემიიდან გამომდინარე, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კამპანია ჩატარდება სხვადასხვა ლოკაციებზე მცირე ჯგუფების მონაწილეობით (10-მდე მონაწილე ერთ
ტერიტორიაზე), უსაფრთხოების სათანადო წესების დაცვით”- წერია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართვაში.
აღვნიშნავთ, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტი 22 აპრილს, დედამიწის საერთაშორისო დღეს, ხეების დარგვით აღნიშნავს.