დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეიდან მოქალაქეებს შეუძლიათ, კორონავირუსის ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია გაიარონ.
„ჯავშნის გასაკეთებლად გთხოვთ, ეწვიოთ ვებგვერდს ან დარეკოთ ტელეფონის ნომერზე – 15 22. მოქალაქეებს შეუძლიათ, დაჯავშნონ ადგილი „ფაიზერის“ მეორე დოზის მისაღებად, რისთვისაც უნდა ჰქონდეთ ჩატარებული პირველი დოზით აცრა. აუცილებელია, ჯავშანი გააკეთოთ იმავე კლინიკაში, სადაც ჩაიტარეთ პირველი აცრა. აუცილებელია, ჯავშანი გააკეთოთ პირველი აცრიდან 21-23 დღიან შუალედში და არ ჩაეწეროთ 20 დღიანი ინტერვალის გასვლამდე. გთხოვთ, შეინახოთ ჯავშნის კოდი, ვინაიდან იგი უახლოეს პერიოდში გამოგადგებათ „კოვიდ -19“-ის პასპორტის მობილური აპლიკაციის გასააქტიურებლად“, – ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.