ამირანის გორაზე, ან როგორც ადგილობრივები მოიხსენიებენ “ტავშანკაზე” ღია მონაკვეთი იწვის, ცეცხლი სწრაფად ვრცელდება, უკვე ტყეს მიაღწია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს.pozhar_tavshanka_3

ხანძარი არც ისე დიდი ხნის წინ გაჩნდა, თუმცა სწრაფად ვრცელდება, რადგან ცეცხლი გამხმარ ბალახს ადვილად ეკიდება. პირველი სახანძრო-სამაშველოს ბრიგადა ადგილზე 17:40 საათზე მივიდა, ხოლო 18:15 საათისთვის მას მეორე ბრიგადა შეუერთდა.
pozhr_tavshanka_1

ხანძარი ხეებს ეკიდებოდა, თუმცა მეხანძრეებმა შეაჩერეს ხანძარი და ტყეში მას არ შეუღწევია. მეხანძრეებს ასევე ახლოს მცხოვრები მოსახლეობა ეხმარება. ადამიანები ხანძარს ყველანაირად აქრობენ, რითაც კი შეუძლიათ.
pozhar_tavshanka_2

Jnews-ის ჟურნალისტები ადგილზე მუშაობენ. ინფორმაცია განახლდება.