დღეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში იმ პროდუქტის დარიგება დაიწყო, რომელიც აღსაზრდელების კვებისათვის იყო განკუთვნილი.
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საქართველოს საბავშვო ბაღებში არდადეგები 21 აპრილამდე გაგრძელდა და კვლავ არ არის ცნობილი, თუ მაგ დროისათვის აღდგება მეცადინეობები. ამ მიზეზით ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ 9 სახის კვების პროდუქტის თვიური წილი მოამზადა, დღეს ყველა საბავშვო ბაღში ბავშვებისთვის ამ პროდუქტების დარიგება დაიწყეს.
პარკში არის კარაქი, მზესუმზირის ზეთი, ყველი, რძე, კვერცხი, ბრინჯი, შაქარი, წიწიბურა, და შვრია. პარკებს პროდუქტებით ბავშვების მშობლები ან ბებიები ღებულობენ და პროდუქტის მიღებაზე აწერენ ხელს.
№1 საბავშვო ბაღში 27 მშობელმა კვების პროდუქტის მიღებაზე უარი განაცხადა, №2 საბავშვო ბაღში უარი თქვა სამმა მშობელმა, ხოლო №3 საბავშვო ბაღში და სოფლის საბავშვო ბაღებში უარი არ ყოფილა.
თუმცა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის ანაიდა ასატურიანის თქმით, მოგვიანებით ზოგიერთმა მშოველმა გადაიფიქრა და პროდუქტის მიღება მოისურვა.
«№1 საბავშვო ბაღში მეორე დღეს 10 ადამიანმა გადაიფიქრა, მაშინ პროდუქტზე შეკვეთა ჯერ არ გვქონდა და ისინი ჩავრთეთ, თუმცა ახლა ისევ გვირეკავენ და გვეუბნებიან, რომ გადაიფიქრეს და პროდუქტების აღება სურთ, მაგრამ ჩვენ ვეღარ შევუკვეთავთ. თუკი ვინმე არ მოვა ასაღებად, ჩვენ გადავცემთ მათ, ვინც გადაიფიქრა. სამი დღე დაველოდებით, დავრეკავთ და დავაზუსტებთ, თუ ვინმე მშობელი არ აპირებენ მოსვლას, გადავცემთ სხვებს, ვინც მოგვიანებით დაგვიკავშირდა»,- თქვა ანაიდა ასატურიანმა.
კვების პროდუქტებ შემდეგი საბავშვო ბაღების აღსაზრდელები მიიღებენ: ახალქალაქის №1,№2,№3 საბავშვო ბაღები, სოფელი ვაჩიანის, ბარალეთის, აზავრეთის, დილისკის, კულიკამის და კარწახის საბავშვო ბაღები. ალტერნატიულ საბავშვო ბაღებს პროდუქტი არ გადაეცემათ, რადგან კვება გათვალისწინებული არ არის.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სამი ალტერნატიული საბავშვო ბაღია კოთელიის, ხანდოს და კარტიკამის სოფლებში.