დღეს, 13 აპრილს, ახალქალაქის სოფლების სკოლის სამმა მოსწავლემ მიიღეს გრანტი მცირე პროექტებისთვის, რომელთა მიზანი იყო სოციალური საქმიანობის განხორციელება.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მესხი დემოკრატების“ ოფისში ორგანიზაცია «ახალქალაქის ახალგაზრდულმა იდეამ» სოფელ ხავეთიდან, ორჯადან და ოკამიდან გამარჯვებული სამი იდეა წარადგინა.

ახალქალაქის Youth bank-მა ჩაატარა კვლევა იმის გასარკვევად, თუ რა პრობლემები არსებობს ახალქალაქში და ამ გამოკითხვის საფუძველზე სამი პრიორიტეტული თემა შეირჩა. ამის შემდეგ დაიწერა პროექტები ამ სამი პრობლემური მიმართულებით. მოსწავლეებმა დაწერეს 7 პროექტი, რომელთაგან სამმა მცირე გრანტი მიიღო.

800 ლარი აქტივობების განსახორციელებლად მოიგეს ოკამის სკოლის მოსწავლეებმა “ჯანსაღი ცხოვრების წესის” პროექტით.

DSC_0901

ჯანდაცვის პროექტის რეალიზაციისათვის 570 ლარი მოიგეს სოფელ ხავეთის სკოლის მოსწავლეებმა, ასევე 570 ლარი მოიგეს სოფელ ორჯის მოსწავლეებმა, რომლებიც განახორციელებენ გარემოს დაცვის პროექტს. პროექტები უნდა განხორციელდეს მაქსიმუმ 2 თვის განმავლობაში.

DSC_0888

პროექტები  ისეთივე ახალგაზრდებმა შეარჩიეს, როგორიც კონკურსის მონაწილეები არიან. არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალქალაქის ახალგაზრდული იდეა” შედგება ახალგაზრდებისგან, ძირითადად სკოლის მოსწავლეებისგან. ორგანიზაცია ახალქალაქში 2008 წლიდან მოქმედებს.

Youth Bank-ი, რომელმაც დააფინანსა აღნიშნული პროექტები – ორგანიზაციაა, რომელიც ირჩევს ახალგაზრდობის მიერ შემოთავაზებულ საუკეთესო პროექტებს და აფინანსებს მათ. გარდა ამისა, პროექტის ავტორებს საშუალება აქვთ გახდნენ აქტიური და თავდაჯერებული მოქალაქეები.