კორონავირუსის დაწყების დღიდან საქართველომ მოქალაქეების მკურნალობაზე დაახლოებით 26 764 080. 53 ლარი დახარჯა. მკურნალობა 81 587 ადამიანმა მიიღო.
სახელმწიფო პროგრამის მე-3 მუხლის შესაბამისი ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების ფარგლებში “ახალი დაავადება COVID 19-ის მართვა” (დანართი N20) (COVID–19-ის დადასტურებული შემთხვევა, ანალიზი / მკურნალობა) პროგრამის დაწყებიდან 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით 81 587 ადამიანმა იმკურნალა.
ამასთანავე “ახალი დაავადების –
2020 წლის 11 ნოემბერს ნინოწმინდის კლინიკა დროებით COVID-19 კორონავირუსით და პნევმონიით დაავადებულთა სამკურნალოდ ინფექციურ საავადმყოფოდ გადაკეთდა. მითითებულ კლინიკაში 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის თებერვლამდე 72 ადამიანმა მიიღო მომსახურება.
2021 წლის დასაწყისიდან მარტამდე ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუმჯობესდა, მარტის შემდეგ კი სტაბილური ეპიდემიური სიტუაცია დაფიქსირდა, რაც შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე მოსალოდნელი და პროგნოზირებადი იყო.