დღეს, 7 მარტს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირდა. საერთო ჯამში, კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 4755 შემთხვევაა გამოვლენილი.
როგორც სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, გიორგი მიქელაძემ JNEWS-ს განუცხადა, ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა:
1. ადიგენის – 0 პირი;
2. ასპინძა – 0 პირი;
3. ახალციხე – 4 პირი;
4. ახალქალაქი -0 პირი;
5. ბორჯომის – 0 პირი;
6. ნინოწმინდის – 0 პირი.
საერთო ჯამში, რეგიონში 48 ადამიანია იზოლირებული:
1. ადიგენის -0 პირი;
2. ასპინძა – 1 პირი;
3. ახალციხე – 13 პირი;
4. ახალქალაქი -3 პირი;
5. ბორჯომის – 31 პირი;
6. ნინოწმინდის – 0 პირი.
დღეის მდგომარეობით კარანტინში და კოვიდ სასტუმროებში არავინ იმყოფება, ხოლო კოვიდ კლინიკაში 9 პაციენტი რჩება.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში გამოჯანმრთელდა 4 პაციენტი. გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირდა.
საერთო ჯამში, რეგიონში 4 704 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 49 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლენილა ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 17 პირი, მიმდინარეობს მოკვლევა. ამ დროისთვის კვლევაში რჩება 99 ნიმუში.