ახალქალაქში სკოლის დამთავრების შემდეგ, არმან ერემიანმა გადაწყვიტა სამედიცინო განათლებას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაეუფლოს. ის არის მედიცინის ფაკულტეტის მე -5 კურსის სტუდენტი, თუმცა ქირურგიულ ოპერაციებში უკვე მონაწილეობს და, რაც მთავარია, კორონავირუსის პირველივე დღეებიდან მუშაობს Covid-კლინიკაში.
არმანი მე-5 კურსის სტუდენტია, პარალელურად თბილისის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მულტიპროფილურ კლინიკურ საავადმყოფოში მუშაობს.
არმან ერემიანი დაიბადა ექიმების ოჯახში და მუდამ სურდა ექიმი გამხდარიყო. პროგრამა “1+4”-ის ფარგლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოსამზადებელ კურსზე ჩააბარა, შემდეგ სწავლა უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე განაგრძო.
«ყოველთვის მინდოდა ექიმი გავმხდარიყავი. პროგრამა “1+4”-ით ჩავაბარე, ჯერ ენა ვისწავლე, შემდეგ პროფესია ავირჩიე. მართალია, ეს ძალიან რთული იყო, მაგრამ თუ სურვილი გექნება, შეგიძლია წარმატების მიღწევა. ჯერ ერთი, ძალიან ძნელი იყო ენის ცოდნის გარეშე. გარშემო ყველა ქართულად ლაპარაკობს, გაკვეთილზე რამე კითხვაზე პასუხის გაცემა გინდა, მაგრამ არ შეგიძლია. სირთულე ენის სწავლაში კი არა, არამედ იმაშია, რომ გინდა რამეში მონაწილეობა, ლაპარაკი, მაგრამ არ შეგიძლია», – ამბობს არმანი სირთულეების შესახებ.
მან თბილისში სწავლა გადაწყვიტა, რადგან იქ მისი უფროსი ძმაც სწავლობს.
«ერევანში მიღებული განათლებით დაბრუნების შემდეგ, საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება მომიწევდა, ამიტომ ავირჩიე თბილისი, გარდა ამისა ვისწავლე ენა. ჩემი აქ ჩამოსვლა იყო სწორი გადაწყვეტილება, რადგან ჩემი უფროსი ძმაც თბილისშია», – ამბობს მომავალი ექიმი.
მან ენის არცოდნის ეტაპები დიდი ხნის წინ, მესამე კურსზე გადალახა. მისთვის ენის სწრაფი ათვისების მთავარი წინაპირობა იყო გარემო, ქართველებთან ყოველდღიური კომუნიკაცია და ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.
არმანი თავის მომავალს საქართველოში ხედავს.
«არ მინდა ამერიკაში, გერმანიაში, რუსეთში, ან სხვა ქვეყნებში წასვლა. მაგალითად, მე კონკრეტულად გერმანიაში წასასვლელად ვემზადებოდი, მაგრამ, შემდეგ გადავწყვიტე, რომ უკეთესია აქ დავრჩე. რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ჩვენი ქალაქისთვის იქნება სასარგებლო, თუ ყველა დავტოვებთ და წავალთ, მაშინ ვინ უნდა დაეხმაროს ჩვენს ქალაქს?» – აბობს არმან ერემიანი.
მიუხედავად იმისა, რომ ის ახალქალაქში დაბრუნებას და იქ ექიმად მუშაობას არ აპირებს, მისი მიზანდასახულობა და მშობლიური ქალაქის და მოსახლეობის დახმარების სურვილი არ ტოვებს.
«ახალქალაქს ვხედავ, როგორც ადგილს, სადაც ვალდებული ვარ დავბრუნდე და ხალხს რამით დავეხმარო. მაგალითად, დღეში 20 პაციენტი მხედველობის პრობლემებით მოდის და იქ უფრო არის ჩემი საჭიროება. შეგვიძლია ექიმების ჯგუფი შევიკრიბოთ, ჩამოვიდეთ, ადგილზე ვიმუშაოთ და დავბრუნდეთ. თბილისში ჩვენი ხალხი რიგი პრობლემის წინაშე დგას – ფინანსური, ენის არცოდნა, საცხოვრებელი და სხვა პრობლემები. არიან ადამიანები, რომლებსაც არ სჭირდებათ კლინიკაში წასვლა, მათი მკურნალობა შეიძლება ადგილზე. მომავალში შესაძლებელია საქველმოქმედო პროგრამების განვითარება და რეალიზება»,- ამბობს ის.
არმანი ერთ წელზე მეტია კოვიდ პაციენტებთან მუშაობს. მისი აზრით, თუ ადამიანს სურს გახდეს კარგი ექიმი, ის ექიმად უნდა ჩამოყალიბდეს ყველაზე რთულ პერიოდში, როდესაც ხალხს დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება.
«თქვენ უნდა ნახოთ, შეიგრძნოთ რას ნიშნავს ავადმყოფისთვის დახმარების მიღება. მე არ შემიძლია აგიხსნათ, მაგალითად, ადამიანს ინექციას უკეთებ, შემდეგ ტრიალდები, რომ შპრიცი გვერდზე გადადო და ხედავ, რომ ის იატაკზე დაეცა. ამ მომენტში ეხმარები მას, ის მკურნალობის კურსს გადის, გამოჯანმრთელდება და მოდის მადლობის გადასახდელად. ეს არის ყველაზე დიდი შთაგონება და გინდა მუდმივად დაეხმარო ხალხს».
კორონავირუსით დაავადებული პაციენტების დახმარების დროს შექმნილ სირთულეებზე ის ნაკლებად საუბრობს. აღნიშნავს, რომ ექიმები მუდმივ დაძაბულები არიან, არ იციან რა გავლენას მოახდენს კორონავირუსი მათ ორგანიზმზე. მეორე სირთულე რესპირატორის და დამცავი პირბადის ტარებაა, რაც სუნთქვას ძალიან ართულებს. არმანი დღესაც განაგრძობს ბრძოლას «წითელ ზონაში».
«კორონავირუსის პიკის დროს ვფიქრობდი, რომ შესაძლებელი იქნებოდა უშუალოდ ახალქალაქში ცენტრის შექმნა, რადგან ბევრი ზარი შემოდიოდა, ხოლო საავადმყოფოში ადგილები აღარ იყო. მაგრამ რატომ, დიდი საავადმყოფო გვაქვს და შესაძლებელია პაციენტების მკურნალობის ორგანიზება? ვფიქრობ, ეს ბევრად უკეთესია, ვიდრე პაციენტების ნინოწმინდაში ტრანსპორტირება, სადაც მხოლოდ 10 საწოლი იყო, რაც ძალიან ცოტაა ჩვენი რეგიონისთვის. დიდი სიამოვნებით დავბრუნდებოდი ჩვენს ქალაქში სამუშაოდ»,- დასძენს არმანი.
არმან ერემიანი ჯავახეთიდან არის, ის ძალიან წარმატებული სტუდენტია, ამიტომ სომხეთის საგანმანათლებლო ფონდმა მას სტიპენდია დაუნიშნა.
მან გადაწყვიტა გახდეს ოფთალმოლოგი და საზღვარგარეთ კვალიფიკაციის მიღებას გეგმავს. ამჟამად, არმანი სტაჟირებას თბილისში, ჩიჩუას სამედიცინო ცენტრში გადის და უკვე მეორე წელია კლინიკის ექიმებთან ერთად ჩამოდის ახალქალაქში და ოპერაციებში მონაწილეობს.