ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი მაჯადია კეთილმოწყობილად ითვლება, აქ არის ბუნებრივი აირი, წყალი, სახლები ლამაზი ფასადებით, ძვირადღირებული მანქანები, მაგრამ ამის მიუხედავად, არსებობს ელემენტარული პრობლემები, რომელთა მოგვარებაც ახლო მომავალში არ არის გათვალისწინებული.

მოასფალტირებული, მაგრამ უკვე დანგრეული  გზით ავტომობილი სოფელ მაჯადიისკენ მიემართება. ის ახალქალაქიდან არც ისე შორს მდებარეობს, მაგრამ მაგისტრალიდან სოფლისკენ მიმავალი გზა იწყება ორმოებითა და მტვერით.

Majadia 1

სოფელში დარწმუნებულები არიან, რომ ამ გზაზე ასფალტი არასოდეს იქნება, რადგან მაჯადია განლაგებულია ცალკე, მისი გავლით სხვა სოფლებში არ დადიან, ხოლო ერთი სოფლის მოსახლეობისთვის ასფალტი ძვირი სიამოვნებაა.

ზოგადად მაჯადია კეთილმოწყობილ სოფლად ითვლება, აქ არის წყალიც და ბუნებრივი აირიც, რაც მრავალი სოფლისთვის ფუფუნებად ითვლება. ზოგადად, ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების უმეტესობა წლიდან წლამდე გადაუჭრელია, მათ შორის, მაგალითად გზა, საბავშვო ბაღის არარსებობა და მიწების მორწყვის შესაძლებლობა.

«ახალგაზრდობა სპორტით არის დაკავებული. დადიან ფეხბურთზე, არის ტრენაჟორების დარბაზი, შეიძლება კარატეც, მწვრთნელი სოფლიდან არის. ხოლო გოგოები ვერაფრით კავდებიან, სკოლა და სახლი», – ამბობენ ადგილობრივები.

Majadia2 ამ სოფელში, ისევე, როგორც მთლიანად ჯავახეთში ბევრი მიტოვებული სახლია.

აქ, ისევე როგორც ყველგან ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ხალხი სამუშაოდ დადის, სოფლის მეურნეობას ეწევა და იგივე პრობლემები აქვთ პროდუქციის რეალიზაციის მხრივ. ერთადერთი, რითაც მოსახლეობა უკმაყოფილოა, არის ის, რომ არ არსებობს მიწების მორწყვის შესაძლებლობა.

«ადრე იყო სარწყავი წყალი. სოფელ კულიკამიდან წყალი მოდიოდა, ამ არხებში მოედინებოდა. ახლა კი არ არის, არხები დაკეტეს. წყალი აღარ მოდის. მართალია მოგვარება შესაძლებელია, მაგრამ ვერ გვარდება»,- ამბობს მაჯადიას ერთ-ერთი მცხოვრები.

Majadia4

სოფელში არც საბავშვო ბაღია, მაგრამ მოსახლეობას ესაჭიროება. ამ საკითხის მოგვარება დამოკიდებულია სკოლის დირექციაზე და კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. სკოლის შენობაში სკოლამდელი განათლებისთვის ადგილის გამოყოფის ვარიანტი არსებობდა, თუმცა ყოფილი დირექტორი წინააღმდეგი იყო. ახალი დირექტორისთვის ამ საკითხით ჯერ არ მიუმართავთ.

Majadia3

სოფელ მაჯადიას უფლებამოსილი პირის თქმით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სოფელში სარწყავი წყლის საკითხი პრობლემატური გახდა, არხები გადაკეტილია, ამ და სხვა საკითხების გადასაჭრელად ბევრი ფულია საჭირო. თუმცა მინდვრები წვიმით ირწყვება, მოსავლიანობა ზუსტად ამინდზეა დამოკიდებული. სოფლის მოსახლეობა ბუნებას არ ენდობა და საზღვარგარეთ მიდის სამუშაოდ.

“ირიგაციის საკითხი სახელმწიფომ შეიძლება გადაწყვიტოს, ამისთვის 1-2 მილიონი ლარი გვჭირდება. დაინგრა საბჭოთა კავშირი და მაჯადიას აღარ აქვს სარწყავი წყალი. მისი მოგვარება არ შეიძლება სოფლის მხარედაჭერის პროგრამის ფულით. როგორ ფიქრობთ, აქვს თუ არა სახელმწიფოს 2 მილიონი ლარი, რომ სარწყავი წყალი მოგვცეს? ” რაც შეეხება გზას, იქნება ეს შემდეგ წელს, თუ 2 წელიწადში, ეს უკვე მუნიციპალიტეტის, საკრებულოს გადასაწყვეტია. დაწერილია განცხადება, არსებობს განმარტება, რომ ისინი შორეული სოფლებიდან იწყებენ, ეს მხოლოდ მაჯადიას პრობლემა არ არის, ყველას გადახედეთ. ახლომდებარე სოფლებში გზები არ არის. რიგში ყველაზე ბოლო ჩვენ ვართ”, – ამბობს სოფელ მაჯადიას უფლებამოსილი პირი, ოვანეს გრიგორიანი.

სოფელ მაჯადიას პრობლემები იმდენად ღრმად არის ფესვგადგმული, რომ მოსახლეობამ უკვე შეეგუა და  პრობლემების მოგვარების მოლოდინი აღარ აქვთ.