ორდღიანი ძებნის შემდეგ, თეძამის ხეობაში სამივე ახალგაზრდა ადგილობრივებმა იპოვეს.

ახლობლების ინფორმაციით, ისინი სოფელ ლევიტანას მიმდებარედ ჭაობში იყვნენ ჩაფლულები და ვერ ახერხებდნენ ამოსვლას.

შეგახსენებთ, რომ ახალქალაქში, სოფელ კოთელიაში მცხოვრებლები სამ ახალგაზრდას მეორე დღეა ეძებდნენ. ადგილობრივების თქმით, მათ მომხდარის შესახებ სამაშველო სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გუშინ, პირველ მაისს დაახლოებით 23:00 საათზე შეატყობინეს.

„სამხრეთის კარიბჭე“ მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროსგან პასუხს ამ დრომდე ელოდება.