საქართველოში კორონავირუსის 228 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 425 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 11 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 9 211 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 5 090, „პისიარ“ ტესტით – 4 121.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,48%, ბოლო 14 დღის – 1,85%, ბოლო 7 დღის – 2,1%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 284 061 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 275 024 გამოჯანმრთელდა, 3822 კი, გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 219, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 876 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 218 პირი.
ამასთან, 4 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 464 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 454 პაციენტი.