საქართველოში კორონავირუსის 580 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 215 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ექვსი პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 29 729 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 16 531, „პისიარ“ ტესტით – 13 198.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,95% ბოლო 14 დღის – 1,81%, ბოლო შვიდი დღის – 1,85%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 283 369 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 274 145 გამოჯანმრთელდა, 3 804 კი, გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 250, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 758 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 231 პირი.
ამასთან, 2 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 529 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 326 პაციენტი.