სომხეთის პარლამენტმა საომარი მდგომარეობის რეჟიმი გააუქმა. შესაბამის ინიციატივას 118 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი ერთი იყო, ერთმა კი თავი შეიკავა.
სომხეთში საომარი მდგომარეობა 2020 წლის 27 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაციის გამო გამოცხადდა.
საომარი მდგომარეობის ინიციატორები ფრაქციები „გაბრწყინებული სომხეთი“ და „აყვავებული სომხეთი“ იყვნენ.
„ახლა რეალობა განსხვავებულია, არსებობს შეთანხმება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ, ხოლო საომარი მდგომარეობის არსებობა ზღუდავს ოპოზიციის უფლებებსა და დემოკრატიას ქვეყანაში“, – განაცხადა „გაბრწყინებული სომხეთის ფრაქციის თავმჯდომარემ ედმონ მარუკიანმა.
სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 20 ივნისს ჩატარდება.