რომელია 10 ყველაზე გრძელი მდინარე საქართველოში

რომელია 10 ყველაზე გრძელი მდინარე საქართველოში

გარემოს სტატისტიკის პორტალის განახლებული აღწერის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე ყველაზე გრძელი მდინარე ალაზანია. ალაზანი უგრძესი მდინარეების ჩამონათვალში ლიდერია – 362 კილომეტრით.
მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის რეგიონში ჩამოედინება. მისი აუზის ფართობი 11 800 კვადრატული კილომტრია და კასპიის ზღვის აუზს მიეკუთვნება. ძირითადად, ალაზანი ირიგაციისა და სოფლის მეურნეობის დანიშნულებით გამოიყენება.
მეორე ადგილს საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული სიგრძის მიხედვით რიონი იკავებს. მდინარის სიგრძე 327 კილომეტრია.
გარემოს სტატისტიკის პორტალის თანახმად, საქართველოში 10 ყველაზე გრძელი მდინარის ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
ალაზანი – 362 კმ (კახეთის რეგიონი);
რიონი 327 კმ (კავკასიონის მთებიდან შავ ზღვამდე);
მტკვარი – 326 კმ (თურქეთიდან აზერბაიჯანამდე);
იორი – 320 კმ (დიდი კავკასიონიდან აზერბაიჯანამდე);
ენგური – 213 კმ ( კავკასიონის მთებიდან შავ ზღვამდე);
ქცია-ხრამი 201 კმ (თრიალეთის ქედიდან მტკვრამდე);
ცხენისწყალი – 176 კმ (რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რეგიონი);
ხობი – 150 კმ (სამეგრელოს რეგიონიდან შავ ზღვამდე);
ყვირილა – 140 კმ (იმერეთის რეგიონი);
ალგეთი – 118 კმ (ქვემო ქართლის რეგიონი).

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე