ახალქალაქის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად შალვა ლომსაძე დაინიშნა. აქამდე ამ თანამდებობას როლანდ მელიქიძე იკავებდა.
შეგახსენებთ, რომ ანდრანიკ პეტროსიანი თებერვალში, ახალქალაქის პოლიციის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. მან აკოპ მარაბიანი ჩაანაცვლა.
ახალქალაქის პოლიციის სამმართველოში საკადრო ცვლილებებია
შალვა ლომსაძე ახალქალაქის პოლიციის უფროსის მოადგილე იყო 2011 წელს და საგამოძიებო სამმართველოს უფროსი. შემდეგ, 2016 წელს, ის ახალქალაქის პოლიციის სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა. იმავე წელს შალვა ლომსაძე და მისი მოადგილე, დეტექტივი (გამომძიებელი) სამსახურიდან გაათავისუფლეს, როცა სოფელ ხანდოს მოსახლეობის საპროტესტო მასალები იყო აღმოჩენილი პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით. იმ დროისთვის სოფელ ხანდოდან 78 წლის ქალის მკვლელობის გამოძიება მიმდინარეობდა.