დღეს, დღის მეორე ნახევარში, პაციენტი ფილტვების ანთებით თბილისში გადაიყვანეს, ახალქალაქის რეფერალურ ჰოსპიტალში კორონავირუსის სიმპტომებს ვერ ხედავენ, მაგრამ მაინც გადაიყვანეს, რადგან საავადმყოფოში, სულ რაღაც ერთი ბოქსირებული განყოფილებაა, სასუნთქი აპარატი კი ამჟამად მხოლოდ 2.
ახალგაზრდა ადამიანმა, რომელსაც ფილტვების ანთება აქვს, სასწრაფო დახმარების სამსახურში გუშინ დარეკა და შეატყობინა, რომ მას კორონავირუსი აქვს, რომ ურთიერთობა ჰქონდა საზღვარგარეთიდან ჩამოსულებთან. საავადმყოფოში უთხრეს, რომ იმ ხალხს, რომელსაც პაციენტი ასახელებს, თვითიზოლაციის ვადა დიდი ხანია გაუვიდათ და ისინი აბსოლუტურად ჯანმრთელები არიან, ხოლო კლინიკური გამოკვლევები კორონავირუსის ეჭვის საფუძველს არ იძლევა.
“კლინიკურად კორონავირუსის სიმპტომები არ აქვს. ეპიდანამნეზი, ანუ ინფიცირებულებთან კავშირი არ ჰქონია. პირდაპირი კონტაქტი იმ ხალხთან, ვინც სომხეთიდან, ან თურქეთიდან ჩამოვიდა, მას არ ჰქონია, უბრალოდ მიესალმა მათ. ეს ხალხი თვითიზოლაციიდან უკვე გამოვიდნენ, ისინი ჯანმრთელები არიან. პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. უკვე 1,5 თვეა ის ჩვენთან დადის, 20 თებერვლიდან. მას ზოგჯერ ტემპერატურა ჰქონდა, ზოგჯერ კი არა. უბნის ექიმმა გასინჯა, დანიშნულება მისცა. გუშინ ის ჩვენთან იყო, მას ტემპერატურა არ ჰქონდა. თქვა, რომ ტემპერატურა +37,3 გრადუსამდე მაღლა ეწევა. ექიმმა დანიშნულება მისცა, სახლში გაუშვა, რათა მიიღოს წამლები და ჩვენთან მუდმივ კავშირში იყოს”, – ამბობს ახალქალაქის რეფერალური ჰოსპიტალის მენეჯერი ალექსან თოროიანი.
ახალქალაქელი პაციენტის ანალიზის პასუხი კორონავირუსის ტესტზე ხვალ იქნება ცნობილი. შედეგებს შეგატყობინებთ.