ლოლია რაისიანი 10 წელია არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობს. მას რეგიონის ქალებისთვის და ახალგაზრდებისთვის ბევრი პროექტი აქვს განხორციელებული. თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა დახმარებითაც განხორციელდა ეს პროექტები, „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონს ექვემდებარებიან და გამორიცხული არ არის, რომ ისინი დახურონ. ლოლია ამბობს, რომ უფრო მეტად პროგრამის ბენეფიციარებზე, ანუ უბრალო მოსახლეობაზე ფიქრობს, ვიდრე არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლებზე.
ლოლიამ თავისი საქმიანობის განმავლობაში 10-ზე მეტი პროექტი განახორციელა და მონაწილეობა მიიღო 100-ზე მეტი პროექტის განხორციელებაში, რომლებიც მიზნად ისახავდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის განვითარებას. მათ შორის აღსანიშნავია „ქალთა ეკონომიკური განვითარების პროგრამა“, რომელიც ახალქალაქში 2019-2021 წლებში განხორციელდა. პროგრამა დაფინანსდა გაეროს ქალთა ფონდისა და კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის მიერ. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 28 პროექტი, დაახლოებით 40 000 ლარის ოდენობით.
ქალებმა, რომლებმაც ამ პროექტის ფარგლებში დაფინანსება მიიღეს, შეძლეს საკუთარი საქმის გახსნა, ფულის გამომუშავება, ოჯახების დახმარება და დიდი ხნის ოცნებების რეალიზება.
მაგალითად, კარტიკამიდან გულნარა ელიზბარიან-ჩივჩიანის ცხოვრება მკვეთრად შეიცვალა პროექტში მისი მონაწილეობის შემდეგ. მას სჯეროდა მისი ძალის და დაიწყო საკუთარი ბიზნესი – ატელიე. შეწყვიტა მუდმივად იმ მედიკამენტების მიღება, რომლებსაც ადრე იღებდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.
ან ელმირა გინოიანი (ოგანჯანიანი), რომელმაც პროგრამის ფარგლებში ჟესტების ენის შესწავლის სტიპენდია მიიღო და კლუბის გახსნას და სმენის პრობლემების მქონე ადამიანებთან მუშაობას ფიქრობს.
სირუშ ბალასანიანი სოფელ ვაჩიანიდან არის კონდიტერი, პროგრამის ფარგლებში შეიძინა სხვადასხვა აქსესუარები, რომლებიც დაეხმარა მას ბიზნესის განვითარებაში. ის ყველას მოუწოდებს მონაწილეობა მიიღონ ასეთ პროგრამებში ფიქრის და შიშის გარეშე“.
„იმედი მაქვს, რომ ის დადებითი ცვლილებები, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციებმა ადამიანებს მისცეს, მუშაობას კიდევ მრავალი წლის განმავლობაშიგააგრძელებენ. საკითხი ეხება არასამთავრობო ორგანიზაციების მომუშავეებს. ამაზე როცა ვფიქრობ, ვხვდები, რომ ყველგან შევძლებ მუშაობას ნებისმიერ შემთხვევაში, მე ვიპოვი ჩემს ადგილს. ხოლო ყველა ის ადამიანი, ვინც იყო სხვადასხვა პროგრამის ბენეფიციარი, სარგებლობდა ამ პროგრამებითს სიკეთეებით – არ მინდა ამ ხალხმა იმედი დაკარგოს და არაფრის გარეშე დარჩეს“,- კომენტარს აკეთებს ის.
იმ პროგრამების ბენეფიციარები, რომლებშიც ლოლია მონაწილეობდა, იყვნენ ქალები, რომლებიც ვერ წარმოიდგენდნენ, რომ დასუფთავების, სამზარეულოს და სოფლის სამუშაოს გარდა სხვა რამის გაკეთება შეეძლოთ.
„ჩემი მაგალითიდან შემიძლია ვთქვა, რომ ამდენი წლის განმავლობაში შევხვდი იმდენ ადამიანს, რომელთა ცხოვრებაშიც რეალური ცვლილებები შევიტანე, ვიცი, რომ ეს ადამიანი სახლიდან რომ არ გამეყვანა, ის არასოდეს გამოვიდოდა ”, – გვიზიარებს ლოლია.
ლოლია მრავალ პროგრამას ახორციელებს, რომელიც მიმართულია ახალგაზრდებისთვის, ასევე პროექტებს სხვადასხვა აქტუალური საკითხების ადვოკატირებისთვის, რომლებიც ახალქალაქის მოსახლეობას აწუხებს.
„ახალგაზრდები მოდიან, ჯერ არაფერი იციან, 2-3 წელია ვზრდით, სხვადასხვა ადგილას მიგვყავს, ბევრ საინტერესოს ხედავენ. ჩვენ რომ არა, ვინ გააკეთებდა ამ ყველაფერს? სახელმწიფოს არ აქვს რესურსი, რომ განახორციელოს“.
იმ ადამიანური რესურსის წყალობით, რომელიც ლოლიამ მუშაობის წლების განმავლობაში შეიმუშავა, ხშირად მიმართავენ დამსაქმებლები, რომლებიც ეძებენ თანამშრომლებს და სუფთა სინდისით ურჩევს მის მიერ მომზადებულ კადრებს.
„დაახლოებით 40-მდე ადამიანმა მიიღო სამუშაო, ყველა სახის, მათ შორის ჩემი რეკომენდაციების წყალობით“.
ამ დროისთვის ლოლიას აქვს საკუთარი არასამთავრობო ორგანიზაცია „წინ ახალი შესაძლებლობებისთვის“, ასევე მუშაობს ახალქალაქის ახალგაზრდულ ცენტრში და ზრდასრულთა განათლების ცენტრში. ლოლიას მიერ განხორციელებული მიმდინარე პროექტებია „ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა“, „ქალთა შრომითი უფლებები“, „მედიაწიგნიერება“.