დღეს დილით, მეგი ბაქრაძემ, 27 წლის ექთნმა, რომელიც ვაქცინაციის შემდეგ ანაფილაქსიურ შოკში ჩავარდა, ვაქცინაციის დაწყებამდე ადგილობრივ არხს ინტერვიუ მისცა და ყველას კორონავირუსის საწინააღმდეგო იმუნიზაციისკენ მოუწოდა. ექთანი აცრის აუცილებლობას უსვამს ხაზს და ვაქცინაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის ნაკლებობაზე საუბრობს.

მეგი ბაქრაძემ ”მეცხრე არხთან” საუბრისას განაცხადა, რომ ვაქცინაცია სავალდებულოა.

“მე ვთვლი, რომ ვაქცინაცია აუცილებელია. რომ გადავიტანოთ ეს ვირუსი ისე რომ არ შეგვხდეს. მოსახლეობას ეშინია, მაგრამ საშინელი არაფერია მოვუწოდებ, რომ აიცრან. ალბათ მათ ნაკლები ინფორმაცია აქვთ, თუ ამაზე დაფიქრდებიან, მიხვდებიან, რომ ეს აუცილებელია. არ ვფიქრობ, რომ რაიმე შედეგს მოგვიტანს. უბრალოდ შიშებია ”, – თქვა ექთანმა ინტერვიუში.

აცრიდან დაახლოებით 30 წუთის შემდეგ ქალს განუვითარდა ანაფილაქსიური რეაქცია.
ამირან გამყრელიძეს თქმით ექთანს ადგილზე ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება და აღნიშნა რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ექთანი, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს.