13 მარტს, საქართველომ, კორონავირუსის ვაქცინის პირველი პარტია მიიღო. ამ ეტაპზე ქვეყანაში იმპორტირებული იყო ბრიტანულ-შვედური წარმოების AstraZeneca-ს
ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა AstraZeneca-ს ვაქცინის 300 დოზა მიიღო.
როგორც ცენტრის დირექტორმა, ავეტიკ ტონაკანიანმა გვაცნობა, თავიდან ვაქცინაციას ექიმები გაივლიან, შემდეგ დანარჩენი მოქალაქეები.
«პირველ რიგში, ჩვენ ვაპირებთ სამედიცინო მუშაკების ვაქცინაციას, ამჟამად 300 დოზა მივიღეთ. ვაქცინაცია ორ ეტაპად ტარდება, პირველი ეტაპი 17 მარტს დაიწყება, მეორე დოზა- თვენახევრის შემდეგ. მედპერსონალის სრული ვაქცინაციის შემდეგ, დანარჩენების ვაქცინაციას დავიწყებთ»,- ამბობს ავეტიკ ტონაკანიანი.
ასევე კორონავირუსის აცრის გაკეთების მსურველებისთვის შემუშავდა ონლაინპლატფორმა, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ ვაქცინასციისთვის ადგილის და დროის დაჯავშნა.
JNEWS-ი ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორთან დაინტერესდა, შეუძლიათ თუ არა ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას დარეგისტრირება.
«იმ პირებს, რომლებსაც ვაქცინაციის გავლა სურთ, შეუძლიათ დარეგისტრირება, შემდეგ მათ აცნობებენ, როდის შეძლებენ ვაქცინაციის გავლას»,- დასძინა ტონაკანიანმა.
სამცხე-ჯავახეთში ვაქცინების რაოდენობა შემდეგნაირად განაწილდა:
ახალციხე – 400, ადიგენი – 150, ახალქალაქი – 300, ბორჯომი – 250, ნინოწმინდა – 200 და ასპინძა – 100 დოზა.
აღსანიშნავია, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითია.