დღეს, 27 თებერვალს, დაახლოებით დილის 11:30 საათზე ახალქალაქი- ბაკურიანის გზაზე (საბითუმო მაღაზიების მიმდებარე ტერიტორიაზე) ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალდა მგზავრი. ახალქალაქის საავადმყოფოს მენეჯერის, ალექსან თოროიანის თქმით, მგზავრმა მიიღო ხელის მოტეხილობა, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ, ის საავადმყოფოდან გაეწერა.

 

3

თვითმხილველების თქმით, მანქანა სავალი გზიდან გადავიდა, რამდენჯერმე გადაბრუნდა და მინდორში გადავარდა.

2

საქართველოს შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით აღძრა საქმე, რაც გულისხმობს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას, ან ექვსი თვიდან ორ წლამდე პირობით სასჯელს, ან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.