საქართველოს სახმელეთო საზღვარი მოქალაქეებისთვის დაკეტილი რჩება. ქვეყანაში მხოლოდ საკუთარ მოქალაქეებს უშვებენ, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყნიდან. გამონაკლისია განსაკუთრებული შემთხვევები, როცა საზღვრის გადაკვეთის სპეციალურ ნებართვებს იძლევიან. თებერვლის დასაწყისიდან ეს გამონაკლისი ჯავახეთის მოსახლეობისთვის გაფართოებული იყო, მათ სომხეთში სასწავლებლად, სამკურნალოდ და სამუშაოდ გასვლის ნება დართეს.
იანვრიდან დაწყებული სტუდენტები, ხოლო სომხეთში წამსვლელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა თებერვლიდან სამუშაოდ, ან სამკურნალოდ გამონაკლისის სახით ახალქალაქის მერიაში დარეგისტრირდა. ახალქალაქის მერიის ინფორმაციით, დღემდე ამ შესაძლებლობით 810 ადამიანმა ისარგებლა.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ 2020 წლის მარტიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრები დაკეტა, მხოლოდ საკუთარ მოქალაქეებს უშვებდა ქვეყანაში, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყნიდან გასვლის უფლება არ ჰქონდათ. საქართველოდან გასვლა-შემოსვლა განსაკუთრებული შემთხვევებით ხორციელდება საგარეო საქმეთა სამინისტროს ნებართვით, რომელიც თითოეულ შემთხვევას ცალ-ცალკე განიხილავს. 1-ლი თებერვლიდან ეს რეგულაციები, მხოლოდ საჰაერო შეტყობინენებისთვის არის გამარტივებული.
სომხეთის რესპუბლიკამ სახმელეთო საზღვარი ჯერ კიდევ იანვრის შუა რიცხვებში გახსნა, PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს უშვებს. თუმცა, საქართველოს მოქალაქეებს არ შეეძლოთ საზღვრის გადაკვეთა, რადგან საქართველო საკუთარ მოქალაქეებს ქვეყნიდან არ უშვებდა, განსაკუთრებული შემთხვევების გამოკლებით. საზღვარგარეთ სამუშაოდ გასვლა საქართველომ გადაწყვიტა განსაკუთრებულ შემთხვევებს მიაკუთვნოს, რის შედეგად მოქალაქის გასვლა უახლოეს დღეებში იქნება შესაძლებელი.