“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ორგანიზაციამ მასალა “მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევები” განაახლა, რომელშიც საუბარია კორუფციის სხვადასხვა შესაძლო შემთხვევებზე. მასალა ეყრდნობა ან TI-ს ან ჟურნალისტურ კვლევას. 151 ასეთი შემთხვევიდან 7 ჯავახეთს ეკუთვნის.
აღნიშნული კვლევის თანახმად, სუმბატი და სეირან კიურეღიანები ფლობენ მიწის დიდ ნაკვეთებს. სუმბატ კიურეღიანი 2020 წლიდან პარლამენტის წევრია, არჩეული იყო “საქართველოს ოცნების” პარტიის სიებით, მანამდე კი 2012 წლიდან 2020 წლამდე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იყო. მამამისი სეირან კიურეღიანი 17 წელია ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეა.
ჟურნალისტის კვლევის მიხედვით, სუმბატ კიურეღიანი, მისი მეუღლე, დედა, მამა და მისი შვილი ჯავახეთში დაახლოებით 3 800 000 კვ/მ მიწას ფლობენ, ანუ 380 ჰექტარს. აღნიშნული საქმე ქვეყნდება, როგორც მაღალი რანგის პირთან დაკავშირებული.
TI-ს „მაღალი დონის პოტენციური კორუფციის საქმეები“ მასალაში ჯავახეთის სხვა შემთხვევებიც არის მოყვანილი.
TI ამ მასალებს იმ იმედით აქვეყნებს, რომ პასუხისმგებელი სტრუქტურები გენერალური პროკურატურა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ ინფორმაციაზე რეაგირებას მოახდენენ და დაიწყებენ გამოძიებას იმის დასადგენად, არის თუ არა კორუფციის ფაქტები. თუმცა, TI-ს მასალის მიხედვით, ეს ხელისუფლება უპასუხოდ ტოვებს „შესაძლო მაღალი დონის კორუფციის“ ფაქტებს.