ჯავახეთის სომხებით დასახლებული სოფელი კარწახი საქართველოს თურქეთთან საზღვარზე მდებარეობს. აქ კარები ღამით არ იკეტებოდა, 2015 წლიდან დაიწყეს, როდესაც იქვე გაიხსნა საზღვარი თურქეთთან. დრო გავიდა კარწახელებს აღარ ეშინოდათ ღია საზღვრისა და საზღვრის მეორე მხარეს მცხოვრები ხალხის. ყარაბაღის ომმა კვლავ დაძაბულობა შემოიტანა კარწახის ცხოვრებაში.
ბოლო 5-6 წლის განმავლობაში, გარნიკ ვარდერესიანმა ღამით კარი მხოლოდ ერთხელ არ ჩაკეტა.
“ღამით გამეღვიძა, დერეფანში გავედი. ფეხქვეშ რაღაც რბილი იყო, შუქი ავანთე და იატაკზე ექვს ადამიანს სძინავს, ერთი ქალი და ხუთი კაცი, ინდოელები. როცა ჩავრთე სინათლე, მათაც გაიღვიძეს. გავიყვანე, ვხედავ ვერ დადიან, გაიყინნენ. თავები პირსახოცში გახვეული, ფეხები ჩუსტებში, მაგრამ საკუთარ ქურთუკებში. შემეცოდნენ, სახლში დავპატიჟე, ჩაი დავალევინე, დავუძახე სამხედროებს. მათი ენა არ მესმოდა, ერთ-ერთმა შემომხედა და მითხრა „სი“, მე, ვერ გავიგე, „სი-სი“ გავიმეორე“, – ამბობს გარნიკ ვარდერესიანი.
სტუდენტები ინდოეთიდან, რომლებიც შემთხვევით აღმოჩნდნენ კარწახში 2019 წლის ნოემბერში
სამხედროებმა შეამოწმეს, თურმე საზღვარი არ გადაუკვეთავთ, მერე პოლიცია მოვიდა. თურმე სტუდენტები იყვნენ, ახალციხიდან უნდოდათ თბილისში წასვლა. ტაქსის მძღოლმა მათ 100 დოლარი წაართვა და თბილისის ნაცვლად ჩამოიყვანა და სოფელ კარწახში დატოვა.
შემთხვევა ორი წლის წინ მოხდა. მაგრამ ეს შემთხვევა დღემდე მოჰყავთ მაგალითად, როცა ამბობენ, რომ თურქეთის საზღვართან ცხოვრება უსაფრთხო არ არის.
„ადრე გვეძინა და არ ვფიქრობდით, კარი ღია იყო თუ დაკეტილი, მაგრამ ახლა, საღამოს, სანამ თვითონ არ შევამოწმებ ყველა საკეტს და კარს, არ ვიძინებ, ღამით ძაღლები ყეფენ, მე ვხტები საწოლიდან, არ არის სიმშვიდე, რაც ადრე იყო“, – ამბობს ატომ ოგმრციანი.
საზღვრისპირა სოფელი – კარწახი მცირე მოსახლეობით. სოფელში ცხოვრობს 220 ოჯახი, დაახლოებით 1000 მოსახლე. სოფელს აქვს სკოლა, საბავშვო ბაღი, აშუღ ჯივანის სახლმუზეუმი. არ არის ბუნებრივი აირი, სასმელი და სარწყავი წყალი. ახალგაზრდები სოფლის დატოვებას და ერევანში ან რუსეთში დასახლებას ცდილობენ. კარწახი ახალქალაქიდან 35 კმ-შია.
საქართველოსა და თურქეთს 273 კმ-ის სიგრძის საერთო საზღვარი აქვთ, 3 საგუშაგო: სარფი, ვალე, კარწახი. 2015 წლის 18 ოქტომბერს კარწახში ახალი საბაჟო გამშვები პუნქტი „კარწახი“ გაიხსნა, რის შედეგადაც საქართველო-თურქეთის მორიგი საზღვარი ამოქმედდა. მანამდე საბაჟო პუნქტი არსებობდა, თუმცა ინფრასტრუქტურის უქონლობის გამო, არ ფუნქციონირებდა. 2015 წლისთვის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობასთან ერთად, ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. კარწახის სასაზღვრო გამშვები პუნქტის მშენებლობასა და მოწყობაზე სახელმწიფომ 11 532 940 ლარი დახარჯა. “კარწახის” სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე გადის მძიმე სატვირთო მანქანები, რომლებიც ტრანზიტით მიდიან სომხეთში, რუსეთში ან სხვა ქვეყნებში, ასევე აქედან ჩამოდის სხვადასხვა ტვირთი საქართველოსთვის.
კარწახის საგუშაგოს საზეიმო გახსნაზე სოფლის მოსახლეობა არ მიიწვიეს. სოფელს ეს დღემდე ახსოვს და ამბობენ, რომ საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფო მოხელეების გამოსვლების მოსმენა სურდათ. კარწახის მოსახლეობა საზღვრის გახსნას თავდაპირველად უარყოფითად და შიშით უყურებდა. არ სჯეროდათ ეკონომიკური განვითარების.
საგუშაგოს გახსნის ღონისძიებას საქართველოს მაშინდელი ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური თურქეთის ვაჭრობისა და საბაჟო მინისტრი, ჯენაპ აშჩი და სხვა ოფიციალური პირები საქართველოდან და თურქეთიდან ესწრებოდნენ. სოფელ კარწახიდან საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად 50-მდე ადამიანი წავიდა, მაგრამ ვერ მოახერხეს იქ მოხვედრა, შეუშვეს დეპუტატი, სოფლის უფლებამოსილი წარმომადგენელი და სახელმწიფო უშიშროების თანამშრომელი. მათი თქმით, სტუმრების რაოდენობა ძალიან შეზღუდული იყო.
სოფლის მოსახლეობა ძირითადად მეცხოველეობას მისდევს, მაგრამ წლეულს, თივის სიძვირის გამო, პირუქტყვი ბევრმა გაყიდა
კარწახის გამშვები პუნქტის გახსნამდე, 2015 წლის 13 სექტემბერს, სოფლიდან 34 სული პირუტყვი მოიპარეს, ძროხების კვალი თურქეთის საზღვრამდე მიდიოდა, ამბობს საქონლის მფლობელი ატომ ოგმრციანი. ეს ფაქტიც გახდა მოსახლეობის შიშის მიზეზი. ისინი ამბობდნენ, რომ თუ მოპარული საქონელი ჩაკეტილი საზღვრით თურქეთში მიჰყავდათ, გახსნის შემდეგ რა მოხდება. ქურდობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. (Jnews-ი საქმის დეტალების გარკვევას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობდა და პასუხს ამ დრომდე ელოდება).
ატომ ოგმრციანი სოფელ კარწახში მსხვილი ფერმერია, მას 100-მდე სული პირუტყვი ჰყავს. მისი თქმით, პირუტყვის შორეულ საძოვრებზე წაყვანის ეშინია, ძროხები 3-ჯერ მოიპარეს, ბოლო ქურდობა ორი წლის წინ მოხდა. მართალია, სამიდან ორჯერ იპოვეს და დააბრუნეს, მაგრამ ის ფაქტი, რომ სოფელმა არ იცოდა, ვის მიჰყავდა საქონელი და მუდმივი საფრთხის გამო დაუცველობის განცდა შეექმნა.
“ალბათ ჩემი ბეღელი იყო ქურდებისთვის მოსახერხებელ ადგილას, სოფლის განაპირას, მინდორში, მაგრამ ახლა გამოვიცვალე ადგილი, ახალი ბეღელი ავაშენე, ჩემს მწყემსს სცემეს, 3-4 იყვნენ და პირუტყვის მთებში გაყვანა უნდოდათ, უკვე დამონტაჟებულია კამერები, რომლებიც 7 კმ მანძილზე აფიქსირებს, მე თვითონაც დაყენებული მაქვს კამერები და სიგნალიზაცია ბეღელში, ვერ ვხვდები, მაშინ პირუტყვი გააჩერეს, მაგრამ კამერა არ გახსნეს, რომ ქურდები გვენახა, ის ადამიანები, ვინც მოიპარა. რა თქმა უნდა, არ არსებობს გარანტია, რომ უსაფრთხოდ ხარ“, – ამბობს ატომ ოგმრციანი.
სურბ კარაპეტის ეკლესია
კარწახელი, დიასახლისი, ყარაბაღის ომამდე დაახლოებით 40 წელი, რამდენჯერმე იყო თურქეთში, ამბობს, რომ თურქებთან ჰქონდა ურთიერთობა, ყველაფერი ნორმალურად იყო.
”მაგრამ ომის შემდეგ შიშმა ისევ შემიპყრო, ალბათ, აღარ წავალ”, – ამბობს ის და ვერ აცნობიერებს, რისი ეშინია.
საბაჟო პუნქტი „კარწახი“ პანდემიის პირობებში მოქალაქეთა გადაადგილებისთვის დაკეტილი რჩება, ამ საზღვრის გადაკვეთა, მხოლოდ მძიმე სატვირთო მანქანებით არის შესაძლებელი. მოქალაქეთა გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ «ვალეს» სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით, რომელიც სამცხე-ჯავახეთში, ახალციხის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.
ჯავახეთში შიშები გამომდინარეობდა სომეხთა გენოციდიდან ე.წ. კარწახში საზღვრის გახსნის შემდეგ ახალქალაქის ციხეზე თურქულ ენაზე გაჩნდა წარწერა „ჩვენ დავბრუნდებით“, რამაც მოსახლეობაში შიში გაამძაფრა. თუმცა ჯერ კიდევ გაურკვეველია ვინ დაწერა, თურქეთიდან ჩამოსულმა თურქმა დაწერა თუ ადგილობრივმა სომეხმა ხუმრობით. თუმცა, თურქებთან კომუნიკაციამ გარკვეულწილად გადალახა შიშები და დაძაბულობა, რომელიც არსებობდა საზღვრის გახსნამდე, ხოლო ყარაბაღის ომის შემდეგ დაძაბულობამ კვლავ გაიღვიძა.
საზღვრის ჩაკეტვამდე სოფელში მოვიდნენ თურქები, მცხოვრებლებისაგან ხორცს ყიდულობდნენ და მაღაზიაში ვაჭრობდნენ.
„პანდემიამდე თურქები ხუთ-ხუთ კაცად მოდიოდნენ, თითო ვერძს ყიდულობდნენ, კლავდნენ, ერთმანეთში ყოფდნენ და თურქეთში მოჰყავდათ, საზღვარზე 5 კგ-მდე ხორცის გადატანაა ნებადართული, ხორცზე ხშირად მოდიოდნენ. ახალქალაქის ბაზარში, სოფლის მაღაზიაში ვაჭრობდნენ. თვეში ორჯერ მოდიოდნენ და ყიდულობდნენ, იქ უფრო ძვირია ვიდრე აქ“, – განმარტავს კარწახელი.
ენობრივი ბარიერი ხელს არ უშლის მათ კომუნიკაციას.
„ჩვენს დიალექტში ბევრი თურქული სიტყვაა, მერე ხელით, ჟესტებით, როგორღაც ვუხსნიდით ერთმანეთს. ახლა სატვირთო მანქანებს ატარებენ, ტელეფონით თანხმდებიან, თურქები კი ძალიან სტუმართმოყვარეები არიან, რამდენჯერმე ვყოფილვარ. ჩვენ არ გვეშინია. ყარაბაღის ომის დროს აურზაური იყო, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგადაა“.
კარწახელები ძირითადად ერიდებოდნენ ჩვენს შეკითხვებზე პასუხის გაცემას, მხოლოდ იმ პირობით ლაპარაკობდნენ, რომ მათ ვინაობა არ გავამხელდით.
სატვირთო მანქანის მძღოლი ასლან აბდულა
არმენ ნაზარეთიანი სოფელ კარწახიდანაა და საზღვართან, სოფლის ბენზინგასამართ სადგურზე მუშაობს. მისი თქმით, მოსახლეობის დამოკიდებულება საზღვრის გახსნის შემდეგ შეიცვალა, როდესაც ურთიერთობა დაიწყო.
“საზღვრის გახსნამდე გვეგონა, რომ ისინი ცუდები იყვნენ, მაგრამ შემდეგ დავინახეთ, რომ მათ ჩვენზე კარგი შეხედულება ჰქონდათ და ჩვენი აზრიც შეიცვალა. ისინიც ომის წინააღმდეგნი არიან, ეს ყველაფერი პოლიტიკაა”, – ამბობს ის.
2020 წლის მარტში პანდემიის დროს საქართველომ საზღვრები ჩაკეტა, გარდა სატვირთო მიმოსვლისა, რომელიც წუთითაც არ შეჩერებულა. თუმცა, ყარაბაღის ომის დროს თურქეთიდან ჩამოსული გადამზიდავები საქართველოში არა კარწახით, არამედ ვალეს გავლით შედიოდნენ. ზოგიერთ მძღოლს თავად შეეშინდა სომხურ სოფლებში გადაადგილების, ზოგმა რეკომენდაციებს დაუჯერა, ზოგი კი კარწახის შემოვლით განაგძობს მოძრაობას. შედეგად, რამდენიმე თვის განმავლობაში კარწახში ნაკლები სატვირთო მანქანა იყო, ვიდრე ყარაბაღის ომამდე. დღეს უკვე ეტაპობრივად აღდგა ტვირთების გადაზიდვის აქტივობა. დღისით არ არის ისეთი დრო, რომ სატვირთოებმა არ გაიარონ.
სატვირთო მანქანის მძღოლი, თურქი ასლან აბდულა, უკვე ერთი წელია, კარწახი-თურქეთის გზატკეცილზე მოძრაობს, ამ ხნის განმავლობაში სომხების მხრიდან აგრესია არ უნახავს და არაფრის ეშინია, იცის, რომ სომხური სოფლების გავლით გადის.
მოსახლეობა მარნეულელ აზერბაიჯანელებთანაც ურთიერთობს, კარტოფილსა და ხორცს ყიდიან, სხვადასხვა საქონელსა და პროდუქტს ყიდულობენ. სოფელში თურქებთან და აზერბაიჯანელებთან ურთიერთობა ჩვეულებრივი მოვლენაა.
„ზაფხულში მოდიან, ყიდიან ხილს, ბოსტნეულს, ყიდულობენ ჩვენგან, რა ვქნათ, ახალქალაქში ხომ არ უნდა წავიდეთ“, – ამბობს მოხუცი ანაჰიტ ასლანიანი.
ატომ ოგმრციანს ჰყავს მწყემსი მარნეულიდან.
„მოკრძალებული ოჯახი, მეუღლე და ორი შვილი, მთელი ზაფხული აქ იყვნენ, ურთიერთობა გვქონდა, ბავშვები თამაშობდნენ ჩვენს შვილებთან. გაკვეთილები რომ დაიწყო, ოჯახი მარნეულში წავიდა, ვუყურებდი და ვფიქრობდი, როგორ შეიძლება ბავშვებს ცალი თავლით შეხედო და ვფიქრობ, რომ ნებისემიერ ერს ჰყავს ცუდიც და კარგიც“, – ამბობს ატომ ოგმრციანი.
კარწახი ჩვეულ რუთმში ცხოვრებას განაგრძობს. პირუტყვს ყიდიან, როცა თივა ძვირდება. მერე უმატებენ პირუტყვს, როცა ბევრი ბალახია. ააგროვებენ თივას. აშენებენ კედლებს ფუნასგან, რომელსაც ზამთარში ღუმელში ანთებენ, რადგან გაზი არ არის და არ ავიწყდებათ კარების ჩაკეტვა …