ორი დღეა ახალქალაქში თოვლიანი ამინდია, დიდთოვლობას თან სდევს ძლიერი ქარი. სოფლებში მიმავალი გზები, ძირითადად, ღიაა, მაგრამ ზოგ ადგილას რთულად გასავლელია.
დასუფთავების სამუშაოები სოფელ თახჩასთან ტარდება. რთულად გასავლელია სოფელ გოკიოს გზა, ხშირად თოვლით იფარება სოფელ ვარევანსა და ალასტანს შორის მონაკვეთი. ასევე, რთულად გასავლელია სოფელ ხავეთში მიმავალი გზა.
ამჟამად, მერიის ინფორმაციით, დაკეტილი გზები არ არის. თუკი გზები იკეტება, სოფლებში მერის წარმომადგენლები, ამის შესახებ მერიას ატყობინებენ.
შეგახსენებთ, რომ სინოპტიკოსების პროგნოზით თოვლიანი ამინდი რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.