წლეულს “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” რეალიზება უკვე დაიწყო, სოფლის პრიორიტეტული სამუშაოების პირველი შეკრებები ორშაბათს გაიმართება.
“სოფლის მხარდაჭერის პროგრამა” 2021 წელს უკვე დაიწყო. ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა წლეულს იგივე თანხა მიიღო, რაც შარშან – 922 000 ლარი.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში გამოყოფილი ყველაზე მცირე თანხა 10 000 ლარს, ხოლო ყველაზე დიდი – 20 000 ლარს შეადგენს. ასევე, მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე, სოფლები 12 000 ან 16 000 ლარს იღებენ.
სოფლების მხარდასაჭერად პრიორიტეტული სამუშაოების ასარჩევად მუნიციპალიტეტში 13 ჯგუფია შექმნილი, რომელთაგან 11 ჯგუფი ფორმირებულია მერიის თანამშრომლებისგან და 2 – საკრებულოს თანამშრომლებისგან. თითოეულ ჯგუფში ორ-ორი ადამიანია. ჯგუფში არიან, ასევე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მერი და მერის მოადგილე, სამსახურების და განყოფილებების უფროსები.
კომისიის წევრები მონაწილეობენ სოფლის შეკრებებში და მოსახლეობას კონსულტაციას უწევენ პრიორიტეტების სწორად შერჩევაში.
შეკრებები სოფლებში 22 თებერვალს დაიწყება და 26 თებერვალს დასრულდება. 22 თებერვალს “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” პრიორიტეტული სამუშაოების შერჩევის შეკრება შედგება ვაჩიანში, ჩამდურაში, მურჯახეთში, კოკიოში, ალასტანში, ვარევანში, მოდეგამში, ბეჟანოში, ალათუმანში.
“სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” გამოყოფილი თანხის გამოყენება შესაძლებელია შემდეგ სამუშაოებზე: სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია, წყალგაყვანილობის რეაბილიტაცია, სანაპიროების გამაგრება, გზების, ხიდების და საძირკვლის რეაბილიტაცია, ხიდის მოაჯირების რემონტი, სკოლის გარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, სასკოლო დაწესებულებების ინვენტარიზაცია, გარე განათება, ამბულატორია, სპორტული ინვენტარი და სტადიონი, პარკი, ტუალეტი, წისქვილების და მინი ჰესების რეაბილიტაცია.