დღეს, 15 თებერვალს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. საერთო ჯამში, კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 4650 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის, 327 ახალქალაქში და 150 ნინოწმინდაში.
როგორც სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, გიორგი მიქელაძემ JNEWS-ს განუცხადა, ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
მუნიციპალიტეტების მიხედვით გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა:
2 – ახალციხეში
3 – ადიგენში
0 – ახალქალაქში
4 – ბორჯომში
0 – ნინოწმინდაზე
0 – ასპინძაში.
საერთო ჯამში, რეგიონში 125 ადამიანია იზოლირებული:
ახალციხე – 26
ახალქალაქი – 1
ბორჯომი – 69
ნინოწმინდა –0
ასპინძა – 10
ადიგენი – 19
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში 24 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირდა.
დღეის მდგომარეობით კარანტინში და კოვიდ სასტუმროებში არავინ იმყოფება, ხოლო კოვიდ კლინიკაში 38 პაციენტი რჩება.
საერთო ჯამში, რეგიონში 4 565 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 46 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლენილია 12 კონტაქტი ინფიცირებულთან, მიმდინარეობს კვლევა. ამ დროისთვის 12 ნიმუშის პასუხს ელოდებიან