დღეს, 13 თებერვალს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. საერთო ჯამში, კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 4632 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის, 327 ახალქალაქში და 150 ნინოწმინდაში.
როგორც სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, გიორგი მიქელაძემ JNEWS-ს განუცხადა, ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
მუნიციპალიტეტების მიხედვით გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა:
0 – ახალციხეში
1 – ადიგენში
0 – ახალქალაქში
4 – ბორჯომში
0 – ნინოწმინდაზე
1 – ასპინძაში.
საერთო ჯამში, რეგიონში 154 ადამიანია იზოლირებული:
ახალციხე – 21
ახალქალაქი – 4
ბორჯომი – 66
ნინოწმინდა –0
ასპინძა – 10
ადიგენი – 53
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში 21 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირდა.
დღეის მდგომარეობით კარანტინში და კოვიდ სასტუმროებში არავინ იმყოფება, ხოლო კოვიდ კლინიკაში 37 პაციენტი რჩება.
საერთო ჯამში, რეგიონში 4 520 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 46 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლენილია 3 კონტაქტი ინფიცირებულთან, მიმდინარეობს კვლევა. ამ დროისთვის 80 ნიმუშის პასუხს ელოდებიან