ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლის საბავშვო ბაღის ვაკანტურ ადგილებზე მერიამ 75 განაცხადი მიიღო, მომავალ კვირას კონკურსი ჩატარდება.
ოთხ საბავშვო ბაღში ვაკანტურ ადგილებზე განაცხადის მიღების ბოლო ვადა მერიამ 8 თებერვალს ამოწურა. კოჩიოს, ხულგუმოს, სულდას საბავშვო ბაღებში ვაკანტურ ადგილებზე კონკურსი გამოცხადებული იყო 21 იანვარს, ხოლო ჩუნჩხის საბავშვო ბაღში მერიამ გასული წლის სექტემბრის ბოლოს გამოაცხადა.
საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის ანაიდა ასატურიანის თქმით, თანამდებობებზე უამრავი განცხადებაა შესული.
სოფელ კოჩიოს საბავშვო ბაღში მუშაობისთვის 12 ვაკანტურ თანამდებობაზე 15 განაცხადია მიღებული. სოფელ სულდაში 10 თავისუფალი ადგილია, იქ 25 ადამიანს სურს მუშაობა. ხულგუმოში 12 ვაკანტურ ადგილზე 21 განაცხადია შეტანილი, სოფელ ჩუნჩხაში 7 ვაკანტურ ადგილას 14 განაცხადია შეტანილი.
ყველა საბავშვო ბაღში საჭიროა: მენეჯერი, მედდა, ქართული ენის მასწავლებელი, მზარეული, დარაჯი, დამლაგებელი. სოფელ ხულგუმოში აღმზრდელის 4 ვაკანტური ადგილი და აღმზრდელის დამხმარეს (ძიძა) 2 ადგილი არის. სოფელ სულდას საბავშვო ბაღში აღმზრდელის 2 ადგილი და აღმზრდელის დამხმარეს, სოფელ კოჩიოში 4 აღმზრდელის და აღმზრდელის დამხმარეს 3 ადგილი.
სულდას საბავშვო ბაღში სოფელ დადეშის ბავშვებიც ივლიან. კოჩიოში 75 ბავშვი ივლის, მათ შორის სოფელ ბეჟანოს ბავშვებიც. ხოლო, სოფელ ჩუნჩხას საბავშვო ბაღში სოფელ პტენას ბავშვები.
“კონკურსი მომდევნო კვირას ჩატარდება. თავდაპიპრველად რეზიუმეს მიხედვით შერჩევას ვფიქრობდით, გასაუბრების გარეშე, მაგრამ ბევრი განაცხადია და გასაუბრებას ჩავატარებთ. გასაუბრება ინდივიდუალური იქნება”,- აცხადებს ანაიდა ასატურიანმა.
მოქმედი საბავშვო ბაღების გახსნა 1-ლი მარტიდან იგეგმება, მაგრამ ახლები როდის გაიხსნება, ანაიდა ასატურიანს პასუხის გაცემა უჭირს.
“სოფელ ჩუნჩხას საბავშვო ბაღში ბუნებრივი აირი არ არის გაყვანილი. დაგვპირდნენ, რომ ახალი წლის შემდეგ მოაგვარებდნენ ამ პრობლემას, მაგრამ ჯერ არაფერი გაკეთებულა. სოფელ კოჩიოში უბრალოდ მიერთება არის საჭირო. ხულგუმოში ვიმედოვნებ ყველაფერი რიგზეა, სულდაში შეშა არ გაითვალისწინეს, მაგრამ უფლებამოსილმა პირმა თქვა, რომ ამ საკითხს მოაგვარებს. ჩვენ პერსონალს შევარჩევთ. შეიძლება ჯერ არ იმუშავონ, მაგრამ ეცოდინებათ ვინ არის სამსახურში აყვანილ”»,- ამბობს ანაიდა ასატურიანი.
ახალქალაქის ახალ საბავშვო ბაღებში ვაკანსიები გამოცხადდა.