არევიკ ხრიმიანმა – მე-9 კლასის მოსწავლემ ახალქალაქიდან, საერთაშორისო კონკურს Dali’s Mustache-ზე (“დალის ულვაში”) ოქროს დიპლომის მოიპოვა და ესპანეთში “კოსტა ბრავოს სილამაზის” შესარჩევ ხელოვნებისა და ფოტოგრაფიის ფესტივალზე არის მოწვეული, თუმცა სახსრების არარსებობის გამო, გამგზავრების საკითხი გადაწყვეტილი არ არის.

მუქი, მძიმე ტონები და სერიოზული თემატიკა. მოსწავლის ნახატს “ბუნების ტირილი” ჰქვია. ზუსტად ამ ნახატმა მოუტანა პატარა მხატვარს ოქროს დიპლომი დისტანციურ კონკურსზე Dali’s Mustache -ი («დალის ულვაში») , სადაც 100-დან 90 ქულა დააგროვა.

არევიკს სამხატვრო სკოლაში არ უვლია, თუმცა ხატვა ბავშვობიდან უყვარს.

“უკვე ერთი წელია ვხატავ. არ ვიცი საიდან გამიჩნდა მსგავსი სურვილი. ამაზე უნდა დავფიქრდე. როცა პატარა ვიყავი და სამხატვრო სკოლაში შემიყვანეს. მითხრეს, რომ კარგად გამომდის. მერე ვიფიქრე, – დაწყება ღირს. მომეწონა”, – ამბობს ის.

2

14 წლის არევიკს უყვარს სერიოზული, მოწყენილი თემატიკა, თუმცა მის სამუშაოებში ბევრი ფერადი პეიზაჟიც არის. მას ყველაზე ძალიან მოსწონს პორტრეტების ხატვა, განსაკუთარებით – მამაკაცის პორტრეტების.

5

მის ნახატებში  მრავალფეროვნების აღქმაა. თუმცა, ყველაზე მეტად მას იმ მსახიობების და მომღერლების ხატვა უყვარს, რომლებსაც Instagram-ზე ნახულობს. მისი ყველაზე საყვარელი ნამუშევარია “მოხუცი”.

“მე ძალიან მომწონს პორტრეტების ხატვა, Instagram-ზე ვნახულობ და ვიხატავ ცნობილ მსახიობებს, მომღერლებს. ჩემს ნახატებს Instagram-ზე ვაქვეყნებ, ერთ-ერთმა მათგანმა 1500 მოწონება დააგროვა, ამდენი პირველად დამიგროვდა”, – ყვება ის.

7

არევიკ ხრიმიანს 89 ნახატი აქვს, თუმცა არ გეგმავს პროფესიონალი მხატვარი გახდეს.

«89 ნახატი მაქვს, ჩემთან ოთახშია. მე ჯერ ზუსტად არ ვიცი მხატვარი გამოვალ თუ არა, მე პროგრამისტის პროფესია მომწონს. ახლა დავფიქრდი, რომ შესაძლოა, სვირინგების მხატვარი გამოვიდე. ერთი რამ ზუსრად ვიცი, ახალქალაქში დარჩენა არ მინდა, არანაირად. მე ჯერ მე-9 კლასში ვარ, ფიქრის დრო მაქვს”,- ამბობს ის.

სახლში ყველგან არევიკის ნახატები კიდია, მაგრამ ყველაზე მეტად მის ნახატებს მის ოთახში შეხვდებით, იქვე ახლოს მძიმე მოლბერტი და საღებავები ინახება. მშობლები, სამველი და ანაიდი ყველანაირად ამხნევებენ მას და ყველაფერში ეხმარებიან. არევიკს საკუთარი ლამაზი ოთახი აქვს. საწოლთან ახლოს, ტუმბოზე მისი წიგნები აწყვია.

3

“მზიან” გოგოს ხატვისა და წიგნების გარდა კიდევ ერთი ჰობი აქვს. გიტარაზე დაკვრა  მამამ ასწავლა.

8

4

მაგრამ ყველაზე მეტად არევიკი საკუთარ თავს ხატვას უძღვნის. ამიტომ, როცა კონკურსში მონაწილეობდა, გულის ფანცქალით ელოდებოდა პასუხს.

არევიკმა კონკუირს “დალის ულვაშის”  შესახებ Facebook-იდან შეიტყო.

«დალის ულვაში» – უბრალოდ დისტანციური კონკურსი კი არ არის, არამედ ინტერნეტ-გალერეაში საკუთარი ნამუშევრების დემონსტრირების შესაძლებლობაა, სადაც მთელი მსოფლიოდან ათასობით ადამიანი დადის. კონკურსი, ასევე, უცხოელებზე საკუთარი ნახატების გაყიდვის შესაძლებლობას იძლევა. «დალის ულვაში» აერთიანებს ესპანეთის, საფრანგეთის, იტალიის, კანადის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების და აზიის კულტურის მოღვაწეებს. შესრულების ჟანრებისა და ნომინაციების მიხედვით ჯილდოები შვიდი ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით ვრცელდება: ის მონაწილეები, ვინც 70 ქულამდე დააგროვა, ხდებიან – დიპლომატები (სპილენძის დიპლომი); მონაწილეები, ვინც 70-დან 79 ქულამდე დააგროვა- მესამე დონის ლაურეატები (ბრინჯაოს დიპლომი); მონაწილეები, ვინც 80-დან 89 ქულამდე დააგროვა, ხდებიან მეორე დონის ლაურეატები (ვერცხლის დიპლომი); მონაწილეები, ვინც 90-დან 99 ქულამდე დააგროვა, ხდებიან- პირველი დონის ლაურეატები (ოქროს დიპლომი); მონაწილეები, ვინც 100 ქულა დააგროვა, კონკურსის – Dali’s Mustache-ს გრან-პრიზიორები (პლატინის დიპლომი).

6

მონაწილეობის გადასახადი 20 ევროს შეადგენს. რახან არევიკი თვითნასწავლია, ის არ მოელოდა, რომ მისი ნახატი ასეთ მაღალ ქულას დააგროვებდა, მშობლებს არ უნდოდათ, რომ წარუმატებლობის გამო შეწუხებულიყო, თუმცა ყველას გასაოცრად ნახატმა 100-დან 90 ქულა დააგროვა და პირველი დონის ლაურეატი გახდა. მშობლები ძალიან გაოცებულები იყვნენ, როცა მილოცვის წერილი მიიღეს და ესპანეთში კოსტა ბრავაში სხვა კონკურსში მონაწილეობის მოწვევა.

ახლა უკვე მას «BEAUTY OF THE COSTA BRAVA»(კოსტა ბრავის სილამაზე) შესარჩევი ხელოვნების და ფოტოგრაფიის საერთაშორისო ფესტივალზე უწევს მონაწილეობა. თუმცა, იმისთვის, რომ არევიკმა ფესტივალზე მოახერხოს წასვლა დიდი თანხა უჯდება. მშობლები ცდილობენ ყველაფერი გააკეთონ, რომ ბავშვმა წასვლა შეძლოს, თუმცა დარწმუნებულნი არ არიან, რომ მიმდინარე პირობებში გამგზავრებისათვის სახსრების დაგროვებას მოახერხებენ.

“რადგან მან 100-დან 90 ქულა დააგროვა ფინალში მონაწილეობისთვის 15%-იანი ფასდაკლება მიიღო. ბილეთი ჩვენი ხარჯით, მაგრამ 5 ღამე და 6 დღე უნდა დარჩეს კოსტა ბრავაში, ისიც გადასახდელია. ის მარტო რასაკვირველია ვერ წავა, მე უნდა ვახლდე თან. რადგან ახლა ტურები და ფასდაკლებები არ არის, ბილეთები ძვირი ღირს. თუკი გზები გაიხსნება, შეიძლება მაისში, როცა წასვლა მოგვიწევს, ფასდაკლებები იყოს. გზის ხარჯის შეგროვება რომ ყოფილიყო შესაძლებელი, ძალიან კარგი იქნებოდა”,- ამბობს არევიკის დედა, ანაიდი.

მას ეშინია, რომ ბავშვი ფინანსების არარსებობის გამო, ამ შესაძლებლობას დაკარგავს. ხოლო ეს შესაძლებლობა, მშობლების აზრით, შესაძლოა, ახალქალაქელი მხატვრის მომავლისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდეს.