თავისუფლება – ჯავახიშვილის გზაჯვარედინზე, ენზელ მკოიანის სახლთან მდებარე შუქნიშანი ისევ ამუშავდა. ის ენერგოგამანაწილებელ კომპანია Energo Pro Georgia-ს ქსელს შეურთდა.

უკვე თითქმის ერთი თვეა, რაც თავისუფლება – ჯავახიშვილის გზაჯვარედინზე შუქნიშანი არ მუშაობს იმის გამო, რომ ჰესმა, რომელიც აღნიშნულ შუქნიშნებს ელექტროენერგიით აკმაყოფილებდა, მოქმედება შეწყვიტა.

მერიის განცხადების საფუძველზე, გუშინ კომპანია Energo Pro Georgia-ს თანამშრომლებმა შუქნიშნები საკუთარი ელექტრომომარაგების ქსელს შეუერთეს.

ახალქალაქის მერის, იურიკ უნანიანის თქმით, შუქნიშნების გარდა, Energo Pro Georgia-ს აღმაშენებლისა და ერევანიანის ქუჩებზე გარე განათების 24 სვეტი შეუერთდა. როგორც მან აღნიშნა, ზემოაღნიშნული სვეტებიც იმ ჰესზე იყო მიერთებული, რომელმაც მუშაობა შეწყვიტა.

აღსანიშნავია, რომ ჰესი (შპს “ენერგია”), რომელიც ზემოთ აღნიშნულ შუქნიშნებს ელექტროენერგიით ამარაგებს, ყოფილი დეპუტატის, ენზელ მკოიანის ოჯახს ეკუთვნის. ჰესის მუშაობა ექსპლუატაციის ნებართვის არარსებობის გამო შეჩერდა.

მკოიანების ჰესი ექსპლუატაციის ნებართვის არქონის გამო გაჩერებულია.