18 000-დან მხოლოდ 800 დადასტურებული შემთხვევა არის უკვე აშკარა ტენდენცია ეპიდემიის სტაბილიზაციისკენ, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში, ამ ეტაპზე კლინიკური ნაწილი არ არის დატვირთული.

„დღეს 800-ზე მეტი შემთხვევა იყო დადასტურებული, კლინიკური ნაწილიც ამ დროისთვის არ არის დატვირთული. 2149 პაციენტი იტარებს ჰოსპიტალურ მკურნალობას ამ ეტაპზე, 137 იმყოფება შეფასების პროცესში, მათ შორის 480 პაციენტი არის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და 127 პაციენტი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში. ტესტირებების რაოდენობა გუშინ იყო 18000-ზე მეტი და 18000-დან მხოლოდ 800 დადასტურებული შემთხვევა არის უკვე აშკარა ტენდენცია ეპიდემიის სტაბილიზაციისკენ და დადებითობის მაჩვენებელიც ნარჩუნდება – როგორც იცით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში 4%-ს ქვემოთ“, – განაცხადა გაბუნიამ.