დღეს, 8 თებერვალს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირდა. საერთო ჯამში, კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 4587 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის, 327 ახალქალაქში და 150 ნინოწმინდაში.
როგორც სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, გიორგი მიქელაძემ JNEWS-ს განუცხადა, ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
მუნიციპალიტეტების მიხედვით გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა:
1 – ახალციხეში
0 – ადიგენში
0 – ახალქალაქში
2 – ბორჯომში
0 – ნინოწმინდაზე
0 – ასპინძაში.
საერთო ჯამში, რეგიონში 319 ადამიანია იზოლირებული:
ახალციხე – 26
ახალქალაქი – 10
ბორჯომი – 59
ნინოწმინდა –0
ასპინძა – 11
ადიგენი – 213
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში 22 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა.
დღეის მდგომარეობით კარანტინში და კოვიდ სასტუმროებში არავინ იმყოფება, ხოლო კოვიდ კლინიკაში 68 პაციენტი რჩება.
საერთო ჯამში, რეგიონში 4 393 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 44 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლენილია 6 კონტაქტი ინფიცირებულთან, მიმდინარეობს კვლევა.