tv9news.ge ინფორმაციის თანახმად, სამცხე-ჯავახეთში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ვირუსი დაუდასტურდა ნინოწმინდის ერთ და ადიგენის მუნიციპალიტეტის 10 მაცხოვრებელს. ნინოწმინდელი ინფიცირებული სოფელ დიდი არაქალიდან არის და მას აჭარის რეგიონში მოგზაურობის ისტორია აქვს.

რაც შეეხება ადიგენში გამოვლენილ შემთხვევებს – ისინი მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში გამოვლინდა და ყველა მათგანი სოფელ ჭეჭლაში ინფიცირებულების კონტაქტია. სოფელ დიდ ზანავში 5, ღორთუბანსა და ჭეჭლაში ორ-ორი, კეხოვანში კი ერთი ახალი შემთხვევაა.

დღევანდელი მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის სულ 24 შემთხვევაა გამოვლენილი.