საქართველოში კორონავირუსის 2 515 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 829 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 60 პაციენტი.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: ბოლო 14 დღის – 7.61%, ბოლო შვიდი დღის – 7.32%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 587 551 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 551 780 გამოჯანმრთელდა, 8347 კი გარდაიცვალა.
14 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 3 221 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 990 პაციენტი, 54 კი გარდაიცვალა.