სტუდენტებს, რომლებმაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ნებართვა მიიღეს, საქართველო-სომხეთის საზღვარი შეუძლიათ, სადახლო-ბაგრატაშენის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით უპრობლემოდ გადაკვეთონ.

სტუდენტებს,  რომლებიც ახალქალაქში მმართველი პარტია “ქართული ოცნების” შტაბ-ბინის მიერ წარდგენილ და შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროში დამტკიცებულ სიაში არიან, მაგრამ  საზღვარზე მისვლის შემდეგ, გამშვებ პუნქტზე პრობლემები მაინც შეექმნებათ, შეუძლიათ დარეკონ ტელეფონის ნომერზე: +995 322 94 50 00.

აღსანიშნავია, რომ სტუდენტური ნებართვების რეგისტრაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ხორციელდება, თუმცა სტუდენტების დახმარების მიზნით “ოცნების” შტაბ-ბინის თანამშრომლები არეგისტრირებენ მათ და მონაცემებს პირდაპირ სამინისტროში გზავნიან. შტაბ-ბინაში სტუდენტების რეგისტრაცია უფასოა.