სომხეთში, საქართველოს საზღვრიდან 81 კმ-ში 5,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ.
მიწისძვრის ეპიცენტრი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან იყო.
სეისმური მონიტორინგის ცენტრის ცნობით, თავდაპირველად მოხდა 5,2 მაგნიტუდის, შემდეგ 3,8 და 4,2 მაგნიტუდის მიწისძვრები.
მიწისძვრების ეპიცენტრები საქართველოდან შესაბამისად 81, 80 და 79 კილომეტრებით იყო დაშორებული.
ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა საქართველოში.