დღეს, 5 თებერვალს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირდა, ხოლო ნინოწმინდაში დაფიქსირდა ერთი შემთხვევა. საერთო ჯამში, კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 4567 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის, 327 ახალქალაქში და 150 ნინოწმინდაში.
როგორც სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, გიორგი მიქელაძემ JNEWS-ს განუცხადა, ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
მუნიციპალიტეტების მიხედვით გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა:
1 – ახალციხეში
2 – ადიგენში
0 – ახალქალაქში
1 – ბორჯომში
1 – ნინოწმინდაზე
1 – ასპინძაში.
საერთო ჯამში, რეგიონში 335 ადამიანია იზოლირებული:
ახალციხე – 35
ახალქალაქი – 14
ბორჯომი – 67
ნინოწმინდა –0
ასპინძა – 19
ადიგენი – 200
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში 22 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა.
დღეის მდგომარეობით კარანტინში და კოვიდ სასტუმროებში არავინ იმყოფება, ხოლო კოვიდ კლინიკაში 69 პაციენტი რჩება.
საერთო ჯამში, რეგიონში 4 330 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 44 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლენილია 28 კონტაქტი ინფიცირებულთან, მიმდინარეობს კვლევა. ამ დროისთვის 149 ნიმუშის პასუხს ელოდებიან.